ახალი ამბები

შეაჩერე გლობალური დათბობა!

18 Mar 2019

15 მარტს კლიმატის ცვლილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით “ევროპული სკოლის“ MYP პროგრამის მოსწავლეებმა მშვიდობიანი აქცია გამართეს თბილისის ქუჩებში. მოსწავლეებმა მოქალაქეებს შეახსენეს რა პრობლემის წინაშე შეიძლება დავდგეთ თუ ბუნებას არ გავუფრთხილდებით. გლობალური დათბობა, ოზონის ხვრელის ზრდა, სტიქიური უბედურებები, ამინდის ცვალებადობა და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმები იწვევს კლიმატის გაუარესებას დედამიწაზე, რომელიც სამომავლოდ დიდ საფრთხეს შეუქმნის კაცობრიობას. აქცია ლოზუნგით “შეაჩერე გლობალური დათბობა“ “ევროპული სკოლის“ ეზოდან დაიწყო და “საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან“ დასრულდა.

მოდერნიზმი და პლაკატის დიზაინი

15 Mar 2019

13 მარტს “ევროპული სკოლის“ ლონდონის გამზირის სახელობის დერეფანში საერთაშორისო ბაკალავრიატის IB MYP პროგრამის მე-8 კლასის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილზე, პლაკატის დიზაინის შესწავლის დროს შექმნილი მოდერნიზმის სტილში შესრულებული ნამუშევრები გამოფინეს. ექსპოზიცია ინტეგრირებული პროექტის “მე ვარ ადამიანის“ ფარგლებში მოეწყო.

კინგსის ოლიმპიადის ფინალისტები

15 Mar 2019

13 მარტს ,,ევროპული სკოლის“ 50-ზე მეტ მოსწავლეს კინგსის ოლიმპიადის საშემოდგომო სესიაზე მოპოვებული სხვადსხვა ხარისხის სერტიფიკატები გადაეცათ. ჩვენი სკოლა ტრადიციულად მე-8 წელია მონაწილეობს კინგსის საგანმანათლებლო პროექტში, რომელიც მთელ საქართველოში II-XII კლასის მოსწავლეებისთვის ქართულ, ინგლისურ ენებსა და მათემატიკაში ტარდება. კინგსი ზრუნავს მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას, ნიჭიერი ბავშვების გამოვლენასა და განვითარებას. წლევანდელ ოლიმპიადაში “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა, 49 კინგსელმა მათემატიკაში მოიპოვა სერტიფიკატი და ერთ-ერთი მოწინავე ადგილი დაიკავა საქართველოს მასშტაბით.

სასწავლო ტური ბაკურიანში

13 Mar 2019

“ევროპულის სკოლის“ IB DP პროგრამების მოსწავლეების მონაწილეობით საქართველოს ულამაზეს კურორტ ბაკურიანში გაიმართა 3 დღიანი სასწავლო-შემეცნებითი ტური, რომლის დროსაც მოზარდები ჩაერთვნენ CAS (Creativity, Activity, Service) აქტივობებში. სემინარების დროს მათ შეისწავლეს მულტიკულტურული გუნდური მუშაობა; გაიარეს პირველადი დახმარების ტრენინგი; მოაწყეს ინტელექტუალური თამაშები და სხვ. შედეგად მათ გაიღრმავეს ცოდნა მნიშვნელოვან გლობალურ საკითხებში, შეიძინეს გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარ-ჩვევები. მოსწავლეების კმაყოფილების გათვალისწინებით გადაწყდა რომ მსგავსი გასვლითი სემინარები რეგულარულად ჩატარდება.

შემეცნებითი ბანაკი – ASTRO CAMP-ი ამერიკაში

13 Mar 2019

“ევროპული სკოლის”- “ამერიკული უმაღლესი სკოლის” ინიციატივით მოსაწვლეთა 19 კაციანი გუნდი 3-10 მარტს აშშ-ის ვირჯინიის ქალაქ ქლოვერში ASTRO CAMP-ში გაემგზავრნენ, სადაც მონაწილეობა მიიღეს STEAM მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებში.  “ამერიკული უმაღლესი სკოლის” მოსწავლეებმა გაიცნეს და გაიღრმავეს ცოდნა ფიზიკის, ქიმიის, რობოტიქსის და ასტრონომიის სფეროში. ჯგუფის წევრებს თან ახლდათ ორი ხელმძღვანელი: ისტ და რობოტიკის პედაგოგი დავით ნოზაძე და FAB LAB-ის თანამშრომელი გურანდა გოგალაძე.  ბანაკში მიღებული ცოდნა მნიშვნელოვანია ახალი თაობისთვის მომავალი პროფესიების დასაუფლებად. ასევე ორ ქვეყებს შორის ინფორმაციისა და ცოდნის გასაცვლელად. ASTRO CAMP-ის ორგანიზატორებისა და ჩვენი სკოლის თანამშრომლების ინიციატივით დაიგეგმა სამომავლო საგანმანათლებლო სტრატეგია. გუნდის წევრები აშშ-ში ნანახ სიახლეებს გაუზიარებენ “ევროპული სკოლის" STEAM მიმართულების პედაგოგებს და ერთობლივად განახორციელებენ ინოვაციურ პროექტებს.

პირველადი სამედიცინო დახმარება

13 Mar 2019

WeSkiGeorgia-მ არაფორმალური განათლების პროექტის ფარგლებში “ევროპული სკოლის“ სხვადასხვა კლასებში პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ ტრენინგები ჩაატარა. ტრენერის დახმარებით ბავშვებმა შეისწავლეს: ჭრილობის პირველადი დამუშავება, ხელოვნური სუნთქვის მართვა, შოკური მდგომარეობის დამახასიათებელი ნიშნები და სხვ. პროექტი მიზნად ისახავს მოზარდებმა შეიძინონ ის უნარ-ჩვევები, რომელიც დაეხმარებათ სრულფასოვან მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში.

დედის დღე

07 Mar 2019

გაზაფხულის მოსვლა და დედის დღე ერთად აღნიშნეს I-ბ კლასის მოსწავლეებმა. პატარებმა სიმღერით, ცეკვით, და დედისადმი მიძღვნილი ლამაზი ფრაზებით გაუთბეს გული დამსწრე საზოგადოებას.

ფეხბურთის ჩემპიონატი TIFA Cup

07 Mar 2019

1, 2 და 3 მარტს QSI Tbilisi -ის ორგანიზებით ფეხბურთის ჩემპიონატი TIFA Cup გაიმართა, რომელშიც სხვდასხვა სკოლებთან ერთად “ევროპული სკოლის“ ქართული და საერთაშორისო (PYP) პროგრამების მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. დაძაბულ ბრძოლაში “ევროპული სკოლის“ გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილი მოიპოვა.