ახალი ამბები

ხანის აკადემია
01 Mar 20191 მარტს საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს ორი სასწავლო საიტი ხანის აკადემია (http://ka.khanacademy.org/) და Code.org (http://code.org/) წარუდგინეს. საგაკვეთილე პროცესში ხანის აკადემიისა და Code.org-ის დამხმარე მასალად გამოყენება სასარგებლოა, როგორც მოსწავლეებისთვის ასევე მასწავლებლებისთვის.

ტრენინგი “პოზიტიური კომუნიკაციის საფუძვლები“
01 Mar 201923 თებერვალს “ევროპული ბაღის“ მასწავლებლებმა გაიარეს ტრენინგი “პოზიტიური კომუნიკაციის საფუძვლები.“ ტრენინგი მიზნად ისახავდა მოსწავლეებთან ეფექტურ კომუნიკაციას.

ვიზიტი ოკუპაციის ხაზთან!
01 Mar 2019“ევროპული სკოლის“ მოსწავლეები და “ეროვნული ბიბლიოთეკის“ დირექტორი გიორგი კეკელიძე ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფლების: მერეთის და კოშკის მოსწავლეებს ესტუმრნენ და საჩუქრად კომპიუტერები და წიგნები გადასცეს. თანხის შესაგროვებლად მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნილი ნივთებისა და ტკბილეულის გამოფენა-გაყიდვა მოაწყეს და საზღვრისპირა მცხოვრები თანატოლები გაახარეს.

ოჯახის საერთაშორისო დღე
28 Feb 201927 თებერვალს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს ოჯახის საერთაშორისო დღე. პირველი გაკვეთილები მშობლებს დაეთმოთ. სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა პატარებს უშურველად გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება. დედებთან ერთად ბებიები და მამებიც იღებდნენ მონაწილეობას. საზეიმოდ მორთულ ბანერთან ოჯახის წევრებთან ერთად მოეწყო ფოტოსესია. ღონისძიება საფეხბურთო მოედანზე გაგრძელდა და მამებს შორის მეგობრული მატჩით დამთავრდა.

ღია კარის დღე “ევროპულ სკოლაში“
27 Feb 2019European School - ევროპული სკოლა აცხადებს მოსწავლეთა რეგისტრაციას 2019-2020 სასწავლო წლისთვის. დაწყებულია სწავლის მსურველთა განაცხადების მიღება შემდეგ პროგრამებზე: ● ქართული პროგრამა: I-XII კლასები ● საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამები: დაწყებითი პროგრამა (PYP); I-V კლასები საბაზო პროგრამა (MYP); VI-X კლასები სადიპლომო პროგრამა (DP); XI-XII კლასები ● ამერიკული უმაღლესი სკოლა (AHS); VIII-XII კლასები ● სკოლამდელი აღზრდის ცენტრი - “ევროპული ბაღი“ მშობლებს შეუძლიათ, ეწვიონ სკოლას ღია კარის დღეზე, 29 მარტს, 15:00 საათზე.

მშობლიური ენის საერთაშორისო დღე
24 Feb 2019“ევროპულ სკოლაში“ 21 თებერვალს აღინიშნა მშობლიური ენის საერთაშორისო დღე. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილმა მრავალფეროვანმა აქტივობებმა “ევროპული სკოლის“ მულტიკულტურულ საზოგადოებას მისცა შესაძლებლობა, აემაღლებინა ცნობიერება ენების კუთხით. გიორგი კეკელიძის ლექცია მშობლიური ენის მნიშვნელობაზე, ენების კუთხეები, პრეზენტაციები, 15 წუთიანი ენის კურსები ტოლერანტობისა და სხვათა პატივისცემის წახალისების საუკეთესო საშუალებად გადაიქცა.

კალათბურთის საერთაშორისო ჩემპიონატი-SRAA Tbilisi Basketball Classic 2019
21 Feb 201914-16 თებერვალს საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის საერთაშორისო სკოლების გუნდებმა მონაწილეობა მიიღეს QSI -ის მიერ ორგანიზებულ კალათბურთის ჩემპიონატში - SRAA Tbilisi Basketball Classic 2019. ”ევროპული სკოლის” მე-9-12 კლასის მოსწავლეთა გუნდმა ფინალში, New School-ის გუნდთან ერთი ქულით დამარცხების შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა.

ტელეხიდი ”ევროპული სკოლა” - გაეროს შტაბ-ბინა
21 Feb 2019არასამთავრობო ორგანიზაციასა - “მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისთვის“ და ”ევროპულ სკოლას” შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, “ევროპული სკოლის“ მოსწავლეები აშშ-ში, გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში იღებენ მონაწილეობას. 2019 წლის 18 თებერვალს “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა აღნიშნულ კონფერენციაში ჩართვა ტელეხიდის საშუალებით “ევროპული სკოლის“ სააქტო დარბაზიდანაც განახორციელეს. მათ აქტიური მონაწილეობა მიიღეს დისკუსიებსა და რეზოლუციების შედგენაში. კონფერენცია, რომლის თემა გახლდათ “წყლის მდგრადი მართვისა და სანიტარული ნორმების უზრუნველყოფა”, ადგილობრივი დროით დაიწყო 19:00 სთ-ზე და 24:00 სთ-მდე გაგრძელდა. სკოლიდან, ტელეხიდების საშუალებით, მსგავს კონფერენციებში მონაწილეობის შესაძლებლობა ”ევროპული სკოლის” მოსწავლეებს მომავალშიც მიეცემათ.

თბილისის ზოოპარკის დირექტორის სტუმრობა
20 Feb 2019დღეს ”ევროპული ბაღის” აღსაზრდელებმა უმასპინძლეს თბილისის ზოოპარკის დირექტორს, ბატონ ზურაბ გურიელიძეს.ბავშვები ამჯამად გადიან თემას:”როგორ მუშაობს სამყარო?”, რომელიც მოიცავს საკითხებს ცხოველთა და ფრინველთა შესახებ. აქედან გამომდინარე, პატარებს უამრავი კითხვა ჰქონდათ ბატონ ზურასთან: რატომ აქვს სპილოს დიდი ყურები, ჟირაფს -გრძელი კისერი, ვეფხვს-ზოლები? რატომ არის დელფინი ადამიანის მეგობარი? როგორ სძინავს ჟირაფს? ამ და სხვა შეკითხვებზე მათ ძალიან საინტერესო პასუხები მიიღეს.