ახალი ამბები

Microsoft-ის ტრენინგი

27 Dec 2018

26 დეკემბერს ევროპულ სკოლაში ჩატარდა Microsoft-ის ტრენინგი პედაგოგებისთვის საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით. Microsoft საქართველოს წარმომადგენლობამ, განათლების ბიზნეს განვითარების მენეჯერის, დავით ჭიაბერაშვილის მხარდაჭერითა და დახმარებით, სკოლის პედაგოგებისთვის შეარჩია ტრენინგის სპეციალური კურსი. ტრენინგი მოიცავდა სამ მნიშვნელოვან მიმართულებას: OneNote app-ის გამოყენება სასწავლო პროცესში, Microsoft Teams-ის გამოყენება გუნდური მუშაობისთვის და კოდირება Minecraft-თან ერთად. ტრენინგი აპლიკაციების გამოყენებასთან ერთად სწავლების მეთოდოლოგიასაც მოიცავდა, რაც პრაქტიკულ მუშაობაში აისახა. სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვაში Microsoft-ის ხედვა ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და არის ევროპული სკოლისთვის.

საახალწლო არტ ვორქშოპი

26 Dec 2018

ევროპული სკოლის ხელოვნების დეპარტამენტმა სკოლის მასწავლებლებისა და ადმინისტრაციისათვის ჩაატარა საახალწლო ვორქშოპი. საახალწლო თემატიკის ნამუშევრების შექმნის პროცესში მონაწილეებმა გამოავლინეს მათი კრეატიული უნარები და მხიარულად გაატარეს დრო. ვორქშოპის მონაწილეები თავადაც სასიამოვნოდ გაკვირვებულები დარჩენენ მათი შრომის საბოლოო შედეგით და დიდი სურვილი გამოთქვეს, უახლოეს მომავალში კვლავ დაიგეგმოს მსგავსი აქტივობები.

კურსდამთავრებულთა შეხვედრა

26 Dec 2018

მოუთმენლად ველით ჩვენს კურსდამთავრებულებთან შეხვედრას ამ განსაკუთრებულ დღეს!

საახალწლო წარმოდგენა “მაკნატუნა”

26 Dec 2018

26 დეკემბერს ევროპული ბაღის პატარა მაკნატუნებმა მათ მშობლებსა და მასწავლებლებს ჯადოსნური წარმოდგენით მიულოცეს შობა-ახალი წელი.  სტუმრად თოვლის ბაბუაც გვეწვია. პატარებმა ბევრი იმღერეს, იცეკვეს და იმხიარულეს.

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს

25 Dec 2018

ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო და ევროპული სკოლის გუნდის წევრებო! გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ წარმატებულ 2019 წელს. სასწავლო პროცესი განახლდება ორშაბათს, 2019 წლის 21 იანვარს.

ფილმის "ერთხელ თბილისში ან ათასი წლის შემდეგ" პრეზენტაცია

23 Dec 2018

23 დეკემბერს ევროპულ სკოლასთან არსებულმა "პუშკინის კლუბმა" (ხელმძღვანელი -ნატალია მიქელაძე) ჩაატარა მხატვრული ფილმის "ერთხელ თბილისში ან ათასი წლის შემდეგ" პრეზენტაცია. პროექტის ავტორები არიან ნატალია მიქელაძე და ელისო ადამია, ხოლო ფილმში მონაწილეობენ პუშკინის კლუბის წევრი მოსწავლეები. პრეზენტაციას ესწრებოდნენ პატარა მსახიობები, მათი მშობლები, სკოლის დირექციის და ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები. ფილმმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა.

საახალწლო ზეიმი "მაკნატუნა ფართი"

23 Dec 2018

შაბათს, 22 დეკემბერს, გაიმართა ევროპული ბაღის გამოსაშვები ჯგუფების საახალწლო ზეიმი "მაკნატუნა ფართი" . არაჩვეულებრივი სანახაობა მოაწყვეს მაკნატუნების ფორმებში გამოწყობილმა პატარებმა. მათ იცეკვეს სპექტაკლის გათანამედროვებულ მუსიკალურ მოტივებზე, იმღერეს საახალწლო სიმღერები და ზღაპრული განწყობა შეუქმნეს დამსწრე საზოგადოებას.

ფაბლაბის პრეზენტაცია დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის

20 Dec 2018

19 დეკემბერს, ევროპულ სკოლას წილად ხვდა პატივი ემასპინძლა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის. ელჩები და წარმომადგენლები საელჩოებიდან და წამყვანი ორგანიზაციებიდან დაესწრნენ სპეციალურად მათთვის გამართულ ინოვაციების ლაბორატორიის პრეზენტაციას. სტუმრებმა საკუთარი თვალით იხილეს ევროპულ სკოლაში ახლადგახსნილი FabLab-ის უნიკალური ტექნიკური და საგანმანათლებლო შესაძლებლობები, რომელიც წარმოადგენს აღმოსავლეთ ევროპაში პირველ პრეცედენტს სკოლის სივრცეში მსგავსი სწავლების მოდელისა. ფაბლაბი აძლევს მოსწავლეებს შესაძლებლობას, ჰქონდეთ ყოველდღიური შეხება უახლეს ტექნოლოგიებთან და შეიძინონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.

საშობაო გამოფენა

18 Dec 2018

ევროპული სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების საშობაო გამოფენის გახსნაზე მოწვეული იყვნენ სტუმრები - შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი და თბილისის საპატიო მოქალაქე, მხატვარი ქეთი მატაბელი და მოზარდმაყურებელთა თეატრის მთავარი მხატვარი ნინო ჩიტაიშვილი. გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს ქართული სექტორისა და საერთაშორისო ბაკალავრიატის მოსწავლეებმა. წარმოდგენილი იყო შობა-ახალი წლის თემატიკაზე მრავალფეროვანი ტექნიკითა და მასალით შექმნილი ფერწერული თუ გრაფიკული ნამუშევრები, კოლაჟები და კონსტრუქციები.