ახალი ამბები

საახალწლო ზეიმი "მაკნატუნა ფართი"
23 Dec 2018შაბათს, 22 დეკემბერს, გაიმართა ევროპული ბაღის გამოსაშვები ჯგუფების საახალწლო ზეიმი "მაკნატუნა ფართი" . არაჩვეულებრივი სანახაობა მოაწყვეს მაკნატუნების ფორმებში გამოწყობილმა პატარებმა. მათ იცეკვეს სპექტაკლის გათანამედროვებულ მუსიკალურ მოტივებზე, იმღერეს საახალწლო სიმღერები და ზღაპრული განწყობა შეუქმნეს დამსწრე საზოგადოებას.

ფაბლაბის პრეზენტაცია დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის
20 Dec 201819 დეკემბერს, ევროპულ სკოლას წილად ხვდა პატივი ემასპინძლა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის. ელჩები და წარმომადგენლები საელჩოებიდან და წამყვანი ორგანიზაციებიდან დაესწრნენ სპეციალურად მათთვის გამართულ ინოვაციების ლაბორატორიის პრეზენტაციას. სტუმრებმა საკუთარი თვალით იხილეს ევროპულ სკოლაში ახლადგახსნილი FabLab-ის უნიკალური ტექნიკური და საგანმანათლებლო შესაძლებლობები, რომელიც წარმოადგენს აღმოსავლეთ ევროპაში პირველ პრეცედენტს სკოლის სივრცეში მსგავსი სწავლების მოდელისა. ფაბლაბი აძლევს მოსწავლეებს შესაძლებლობას, ჰქონდეთ ყოველდღიური შეხება უახლეს ტექნოლოგიებთან და შეიძინონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.

საშობაო გამოფენა
18 Dec 2018ევროპული სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების საშობაო გამოფენის გახსნაზე მოწვეული იყვნენ სტუმრები - შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი და თბილისის საპატიო მოქალაქე, მხატვარი ქეთი მატაბელი და მოზარდმაყურებელთა თეატრის მთავარი მხატვარი ნინო ჩიტაიშვილი. გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს ქართული სექტორისა და საერთაშორისო ბაკალავრიატის მოსწავლეებმა. წარმოდგენილი იყო შობა-ახალი წლის თემატიკაზე მრავალფეროვანი ტექნიკითა და მასალით შექმნილი ფერწერული თუ გრაფიკული ნამუშევრები, კოლაჟები და კონსტრუქციები.

საქველმოქმედო აქცია "აჩუქე სითბო"
14 Dec 2018ჩვენი სკოლის ამერიკული სექტორის მოსწავლეები წითელი ჯვრის საქველმოქმედო აქციას შეუერთდნენ. რამდენიმე დღის განმავლობაში, სხვადასხვა კლასის მოსწავლეები “გალერია თბილისს“ სტუმრობდნენ, სადაც წინასაახალწლო საქველმოქმედო აქცია "აჩუქე სითბო" მიმდინარეობდა. სავაჭრო ცენტრში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ მოაწყო “წითელი ჯვრის კუთხე“, რომლის თაროებზეც მარტოხელა ბენეფიციარების ისტორიები იყო განთავსებული. ნებისმიერ მსურველს შეეძლო გაეზიარებინა ეს ისტორიები და თავისი წვლილი და სითბო ეჩუქებინა მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. შემოწირულობის ყუთიდან შემოსული თანხით აშენდება დღის სოციალური ცენტრი ხანდაზმულებისთვის. ჩვენმა მოსწავლეებმა ძალიან კარგად გაართვეს თავი დავალებას და საკუთარი წვლილი შეიტანეს ამ კამპანიის წარმატებით განხორცილებაში.

მხიარული სტარტები პირველკლასელთა შორის
14 Dec 201814 დეკემბერს ქართული პროგრამის პირველკლასელთა შორის გაიმართა "მხიარული სტარტები". მოსწავლეები თავს არ ზოგავდნენ გამარჯვებისთვის, ლაბირინთებში დარბოდნენ, ბარიერებს ლახავდნენ. საბოლოოდ, როგორც ყოველთვის, მეგობრობამ და ერთად ყოფნამ გაიმარჯვა.

რობოტების შეჯიბრი სუმოში
12 Dec 201811 დეკემბერს ევროპული სკოლის ფაბლაბმა საქართველოში პირველად ჩაატარა რობოტების შეჯიბრი სუმოში - “Sumo Bot Challenge”, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ევროპული სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები. კონკურსის ფარგლებში მოეწყო რამდენიმე არენა, რომელთა გამარჯვებულებიც ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. დაძაბული კონკურენციის პირობებში, ყველაზე კარგად დაპროგრამებულმა რობოტმა მოიგო კონკურსი და გადაეცა წლის SumoBot-ის წოდება.

კავკასიის უნივერსიტეტის ფეხბურთის ჩემპიონატი
12 Dec 2018ევროპული სკოლის მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ კავკასიის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ფეხბურთის ჩემპიონატში, რომელშიც ერთმანეთს უპირისპირდებიან თბილისის კერძო და საჯარო სკოლები. ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით გაიარეს დაძაბული და რთული საკვალიფიკაციო ეტაპი და მოხვდნენ 8 საუკეთესო სკოლას შორის, რომლებთან ერთადაც აგრძელებენ ბრძოლას პირველობისთვის.

ტექნოლოგიების კონფერენცია
10 Dec 20188-9 დეკემბერს მასწავლებელთა სახლში ჩატარდა საგანმანათლებლო ტექნოლოგიების რიგით მეხუთე, 2-დღიანი კონფერენცია. აღნიშნულ კონფერენციაში ევროპული სკოლის პედაგოგები აქტიურად იყვენენ ჩართულები - მოხსენებით გამოვიდნენ ჩვენი სკოლის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შორენა აბესაძე, თემით ,,პროგრამირების სწავლება კომპიუტერული თამაშების გამოყენებით" და ICT და რობოტიქსის პედაგოგი დავით ნოზაძე თემით ,,რობოტიკის სწავლება სკოლაში". აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო ტექნოლოგიების გამოფენა, სადაც ჩვენი სკოლის რობოტიკის წრის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა და მათ მიერ შექმნილი საინტერესო ნაშრომები გააცნეს ფართო აუდიტორიას.

სკოლების გამოფენა 2018
09 Dec 20187 და 8 დეკემბერს ევროპული სკოლა წარმოდგენილი იყო სკოლების გამოფენა 2018-ზე, რომელიც საგამოფენო ცენტრ ექსპოჯორჯიაში ჩატარდა. საქართველოში სკოლების გამოფენა ამ მასშტაბით პირველად ჩატარდა. გამოფენა მიზნად ისახავდა, შეექმნა ერთიანი პლატფორმა საშუალო განათლების სფეროში და ერთ სივრცეში შეეკრიბა ინდუსტრიის ყველა მონაწილე და პოტენციური მომხმარებელი.