ახალი ამბები

ლიტერატურული ვიქტორინა “ევროპულ სკოლაში“

19 Mar 2018

15 მარტს ქართული სექტორის VIIIბ კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი თ.ბერაძე) მონაწილეობა მიიღეს სკოლის ბიბლიოთეკაში გამართულ ლიტერატურულ ვიქტორინაში. საგულისხმოა, რომ საგაზაფხულო არდადეგების დაწყების წინ მათ, ნინო კახიანის რჩევით, წასაკითხად აირჩიეს რ.პალაციოს ბესტსელერი. ვიქტორინაზე კი ისინი შეეჯიბრნენ ერთმანეთს ტექსტის ცოდნასა და ნაწარმოების მთავარი იდეის უკეთ გაგებაში; ვიქტორინა სახალისო აქტივობებისაგან შედგებოდა; გამარჯვებული მოსწავლეები : ს. დარჩიაშვილი და გ.ფანჯაკიძე დაჯილდოვდნენ წიგნებით. ყველა მონაწილემ მიიღო სამახსოვრო საჩუქარი; ვიქტორინის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა და უფროსებმა ერთად უყურეს ამ ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმის ფრაგმენტებს.

ლექცია თემაზე "ნარჩენების მდგრადი მართვა"

17 Mar 2018

15 აპრილს “ევროპულ სკოლას“, ეკოკლუბის ხელმძღვანელის მანანა ჟამურაშვილის ინიციატივით, ესტუმრა “ეკოხედვის“ თანამშრომელი ეთო ჯინჭარაძე, რომელმაც ეკოკლუბის მოსწავლეებს ჩაუტარა ინტერაქტიური ლექცია თემაზე "ნარჩენების მდგრადი მართვა". მოსწავლეებმა ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია და იმსჯელეს ნარჩენებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზებზე.

საჩუქარი დედებს

08 Mar 2018

III ბ კლასის მოსწავლეებმა ორიგინალურად მიულოცეს დედებს 3 მარტი. ისინი წინასწარ ემზადებოდნენ ამ დღისთვის: სახელოსნოში “თიხიანი ხელები“ პატარებმა დაამზადეს თიხის გულსაბნევები და საყვავილე ქოთნები, რომლებშიც სკოლის ორანჟერაში, მებაღის დახმარებით, ჩარგეს ყვავილები და შექმნეს ულამაზესი კომპოზიციები დედებისთვის.

სტუმრად წიგნის მუზეუმში

06 Mar 2018

1 მარტს “ევროპული სკოლის“ დაწყებითი საფეხურის მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ეროვნულ ბიბლიოთეკასა და წიგნის მუზეუმს. მასპინძელი მათი პედაგოგი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე გახლდათ. ბავშვებმა დაათვალიერეს ბიბლიოთეკა, გაეცნენ მისი მუშაობის ძირითად პრინციპს. წიგნის მუზუმში მოზარდები გაეცნენ უნიკალურ ლიტერატურას. გიორგი კეკელიძემ პატარებს საკუთარი ზღაპრის წიგნი გადასცა საჩუქრად.

გავუფრთხილდეთ გარემომცველ სამყაროს!

01 Mar 2018

27 თებერვალს ტრანსდიციპლინური თემის ფარგლებში: “ გავუფრთხილდეთ გარემომცველ სამყაროს“, III კლასის მოსწავლეები შეხვდნენ პროფესორ ბესარიონ კალანდაძეს, რომელიც კომპოსტირების პროცესზე,ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობაზე ესაუბრა მოზარდებს.

ექსკურსია ეროვნულ მუზეუმში

23 Feb 2018

21 თებერვალს ,,ევროპული სკოლის“ მე-6 ბ კლასის მოსწავლეები ისტორიის პედაგოგ მაია წენგუაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. ექსკურსიის მიზანი გახლდათ, მოსწავლეთა მიერ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული პრეისტორიული და ანტიკურ-ელინისტური პერიოდის მახასიათებლების შეჯამება და ასევე, მოსწავლეებში დაკვირვების, კვლევის, საკუთარი აზრის, ჩანახატების, ჩანაწერების გაკეთების და პრეზენტაციაზე დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება.

მათემატიკის საშაბათო სკოლა და მათემატიკის წრე “ევროპულ სკოლაში“

21 Feb 2018

მათემატიკის სწავლების გაუმჯობესებისა და მისი პოპულარიზაციის, კონკურსებში, კონფერენციებსა  და ოლიმპიადებში მოსწავლეების მონაწილეობისათვის მომზადების მიზნით “ევროპულმა სკოლამ“ გადაწყვიტა, დაიწყოს მათემატიკის საშაბათო სკოლა და ჩამოაყალიბოს მათემატიკის წრე. საშაბათო სკოლა იმუშავებს სპეციალურად შედგენილი პროგრამის მიხედვით, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში  აბსტრაქტული და ლოგიკური აზროვნების განვითარებას; მოამზადებს მათ  მათემატიკის წრისათვის. მათემატიკის წრე დაიწყებს მოსწავლეების მომზადებას სხვადასხვა კონკურსისა და ოლიმპიადებისათვის.

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეების გასვლითი გაკვეთილი რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მუზეუმში

20 Feb 2018

პროექტის ფარგლებში “რა ვიცით ილია ჭავჭავაძის შესახებ?“ “ევროპული სკოლის“ პედაგოგმა თამარ ცაგარელმა მე-9 კლასის მოსწავლეებს რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მუზეუმში გასვლითი გაკვეთილი ჩაუტარა. მოსწავლეები გაეცნენ ილია ჭავჭავაძის მოთხრობის “კაცია-ადამიანი?!“ სცენარსა და საარქივო მასალას.

პატარების კულინარიული დებიუტი

19 Feb 2018

16 თებერვალს დაწყებითი სწავლების საფეხურის მეორეკლასელებმა სკოლის სასადილოში ’Масленица’-ს დღესასწაულთან დაკავშირებით გამოაცხვეს ბლინები და თანატოლებს გაუმასპინძლდნენ. პროცესი ძალიან სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა პატარებისთვის. მოგვიანებით მოზარდებმა სააქტო დარბაზში, რუსული ენის პედაგოგ ნელი ხომერიკის ხელმძღვანელობით, რუსული სიმღერებით დაამშვენეს ’Масленица’-ს დღესასწაული.