ახალი ამბები

სახალისო ქიმია
08 Feb 2018ქართული პროგრამის მესამე კლასის მოსწავლეებისთვის პედაგოგებმა: ხათუნა კაპანაძემ და მაკა ნაკაიძემ ჩაატარეს სახალისო-შემეცნებითი გაკვეთილი“მხიარული ქიმია“. გაკვეთილის მიზანი იყო ადრეული ასაკიდან მოსწავლეთა დაინტერესება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით.

ილია მჭედლიშვილის ნახატების გამოფენა
08 Feb 201830 იანვარს საგამოფენო დარბაზში “სფუმატო“ გაიმართა ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა. მონაწილეთა შორის ყველაზე უმცროსი გახლდათ “ევროპული სკოლის“ მესამე კლასის მოსწავლე ილია მჭედლიშვილი.

ჭადრაკში მიღწეული წარმატება
25 Jan 2018სკოლის ჭადრაკის კლუბის ხელმძღვანელმა, გიული ალიხანაშვილმა 2018 წელს სენიორებში გამართულ საქართველოს ჩემპიონატში საპრიზო ადგილი დაიკავა და მოიპოვა საგზური მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებლად. მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება 2018 წლის ნოემბრის თვეში.

ტრანსდისციპლინარული თემები
27 Dec 2017დაწყებითი სწავლების საფეხურზე 18 დეკემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა ტრანსდისციპლინარული თემების შეჯამება. მასში მონაწილეობა მიიღეს ოთხივე კლასის მოსწავლეებმა და სხვადსხვა საგნის პედაგოგებმა.

კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციისა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა
25 Dec 20172017 წლის 23 დეკემბერს, სასტუმროში “რედისონ ბლუ ივერია“ ხელი მოეწერა კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

რობოტიქსის კლუბის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა
22 Dec 2017მიმდინარე წლის 21 დეკემბერს "ლონდონ ავენიუზე" მოეწყო “ევროპული სკოლის“ რობოტიქსის კლუბის მოსწავლეების მიერ პირველ სემსტრში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო განსხვავებული ფუნქციების მქონე 20 მოწყობილობა-რობოტი

საახალწლო ქიმია
20 Dec 2017ქიმიის ლაბორატორიაში პირველკლასელებთან ჩატარდა სახალისო და შემეცნებითი გაკვეთილი “საახალწლო ქიმია“(პედაგოგი ხათუნა კაპანაძე). გაკვეთილის მიზანი იყო, დაწყებითი კლასიდანვე მოსწავლეების დაინტერესება საბუნებისმეტყველო საგნებით, კერძოდ ქიმიით.

ინტერდისციპლინური პროექტი
18 Dec 201718 დეკემბერს ქართული პროგრამის მე-8 კალსებში ჩატარდა ინტერდისციპლინური პროექტის” ვჭამთ იმისთვის, რომ ვიცოცხლოთ, თუ ვცოცხლობთ იმისთვის, რომ ვჭამოთ?” შემაჯამებელი გაკვეთილი. პროექტს ახორციელებდნენ ბიოლოგიის პედაგოგი მანანა ჟამურაშვილი და რუსული ენის პედაგოგი ირინა გამსახურდია. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა აწარმოეს კვლევა, აიღეს ინტერვიუები, მოამზადეს პრეზენტაციები და მოხსენებები. ამ პროცესს მოსწავლეების მხრიდან დიდი დაინტერესება და გამოხმაურება მოჰყვა.

საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია
18 Dec 2017მიმდინარე წლის 16-17 დეკემბერს თბილისში (სასტუმრო “ჰოთელს პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“) ჩატარდა რიგით IV საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია, რომელიც მიზნად ისახავდა ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას, ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცნობასა და გაზიარებას მასწავლებლებს, ექსპერტებს, უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის.