ახალი ამბები

“ევროპული სკოლის“ საახალწლო ღონისძიებები

01 Jan 2023

გადაავლეთ თვალი “ევროპული სკოლის“ საახალწლო ღონისძიებებს და შეიქმენით სადღესასწაულო განწყობა! შობის ზეიმი სანტა კლაუსთან ერთად, თეატრალური წარმოდგენები, საახალწლო მეჯლისი, ზამთრის ცეკვები 2022 - ეს მხოლოდ ნაწილია იმ ღონისძიებების, რომელსაც სკოლამ უმასპინძლა ბოლო დღეებში.

“ევროპული სკოლა“ წლის ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლაა!!!

25 Dec 2022

ნატოს სახალხო დიპლომატიის ოფისის მხარდაჭერით, მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ წლის ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლის გამოსავლენად გამართულ კონკურსში ჩვენი სკოლის ორი გუნდი გახდა პირველი ადგილის მფლობელი. გუნდებს ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლის პრიზი, ლეპტოპი და პლანშეტი გადაეცათ.  ჩვენი გამარჯვებული პროექტებია: ონლაინ თმაში SmartOwl2023 და სამაგიდო თამაში “ტროლების ღამე“,   რომლებიც მოსწავლეთა მედია  და ინფორმაციული წიგნიერების უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს. გამარჯვებული გუნდები კი არიან: ამერიკული უმაღლესი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეთა გუნდი: ეკატერინე გორგაძე, ალექსანდრე შონია, სინა აბდოლაჰზადე, ნიკოლოზ ფანიაშვილი, კომპიუტერული მეცნიერების მასწავლებლის შორენა აბესაძის ხელმძღვანელობით და საერთაშორისო ბაკლავრიატის საბაზო პროგრამის მე-10 კლასის მოსწავლეთა გუნდი: ანა გელენიძე, ელენე გამყრელიძე, მარიამ ბეჟუაშვილი, ციფრული დიზაინის პედაგოგების გურანდა გოგალაძისა და ნელი ბობოხიძის ხელმძღვანელობით.

ჰიპ-ჰოპის კლუბის მოსწავლეთა საახალწლო წვეულება

22 Dec 2022

“ევროპული სკოლის“ ჰიპ-ჰოპის კლუბის მოსწავლეებმა საახალწლო  განწყობის შესაქმნელად წვეულება მოაწყეს. მშობლებისა და პედაგოგების წინაშე წარმოადგინეს საახალწლო თემაზე დადგმული თანამედროვე ცეკვები. მოცეკვავეებმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღეს და მათი ხალისიანი განწყობა მოსულ სტუმრებსაც გაუზიარეს.

თექის ხელნაკეთი ნივთების საშობაო გამოფენა

21 Dec 2022

14 დეკემბერს “ევროპულ სკოლაში“ “თექის კლუბის“ მოსწავლეთა ხელნაკეთი ნამუშევრების საშობაო გამოფენა მოეწყო. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა მიერ დამზადებული თექის ნაძვისხეები, თოვლის პაპები, ნაძვისხის სათამაშოები და საშობაო სახლები. მოსწავლეებმა ქართული მატყლის გამოყენებით მოთელეს თექა და გამორჩეული დიზაინისა და ორიგინალური ნამუშევრები წარუდგინეს დამთვალიერებელს. საკუთარი ნამუშევრებით გამოფენაზე მოსულ სტუმრებს ნამდვილად შეუქმნეს საახალწლო და საშობაო განწყობა. 

საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი “ოქროს პეპელა“

10 Dec 2022

28 ნოემბერს დასრულდა “ესტვ“-ის ტრადიციული, ყოველწლიური პროექტი - საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი “ოქროს პეპელა“. რიგით მეთორმეტე ფესტივალში მონაწილეობდნენ 20 წლამდე ასაკის მოზარდები მსოფლიოს 16 ქვეყნიდან. ფესტივალის საპატიო სტუმარი იყო კინორეჟისორი ელდარ შენგელაია.  საერთაშორისო ჟიურიმ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ცნობილი ქართველი კინორეჟისორი მიხეილ (მიშა) ჭიაურელი,  გამოავლინა გამარჯვებულები 10 ნომინაციაში. ფესტივალის მთავარი პრიზი გადაეცა მხატვრულ ფილმს “ტვისტი“ (საბერძნეთი); ნომინაციაში “საუკეთესო დოკუმენტური ფილმი“ ოქროს პეპელა და დიპლომი გადაეცა “ევროპული სკოლის“ ფილმს “უცნობი დავით არსენიშვილი“ (ავტორები: ილია ბერბიჭაშვილი, ნუცა ქუთელია, მარიამ ხუროძე);  “ოქროს პეპელა“ ნომინაციაში  “ბიჭის როლის საუკეთესო შესრულებისათვის“ გადაეცა  “ევროპული სკოლის“  მოსწავლეს გეგა დათუკიშვილს ფილმში “კახური მოტივები“ შესრულებული როლისათვის;  ჟიურის სპეციალური დიპლომები გადაეცათ “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს: იშიტა ჯინდალს, ემანუელა დუდოლენსკას და დაჩი დარჩიძეს ფილმისათვის “მარტივი არჩევანი“;  ასევე ჟიურის სპეციალური დიპლომით აღინიშნა ფილმი “თანადგომის ძალა“, რომლის  ავტორები არიან “ევროპული სკოლის” მოსწავლეები :თეკლა სოხაძე, მარიამ მელია, ეკა ქორჩილავა, მარიკა ჯანაშვილი.

გაეროს გლობალური შეთანხმების რეგიონალურ დირექტორთან შეხვედრა

10 Dec 2022

6 დეკემბერს CAS პროგრამის ფარგლებში სადიპლომო პროგრამამ უმასპინძლა გაეროს გლობალური შეთანხმების რეგიონალურ დირექტორს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. შეხვედრა დაეთმო გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, თანამედროვე კაცობრიობის წინაშე არსებულ გამოწვევებს და როგორ შეუძლია თითოეულ ადამიანს თავისი წვლილი შეიტანოს გამოწვევებთან გამკლავებაში. ინტერაქციულმა შევედრამ მოიცვა შემაჯამებელი სახალისო ვიქტორინაც, რის შემდეგაც სტუმრებმა სტუდენტებს გადასცეს სამახსოვრო საჩუქრები. საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა და სტუდენტების პიროვნული განვითარების შესაძლებლობებით უზრუნველყოფა, CAS პროგრამის ერთერთ მნიშვნელოვან პრიოერიტეტს წარმოადგენს. 

აირჩიე პროფესია

07 Dec 2022

“აირჩიე პროფესია“ არის საგანამანათლებლო კურსი უფროსკლასელებისთვის, რომელიც მოიაზრებს სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან შეხვედრების ციკლს, რათა მოსწავლეები უკეთ გაეცნონ პროფესიის უპირატესობებს, შესაძლებლობებს, გამოწვევებსა და საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს. პირველი სტუმარი ფორბს ჯორჯიას და ბიზნეს მედიის მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე იყო. მთავარი გზავნილი, რომელიც სტუმარმა “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს დაუტოვა: “აკეთეთ ის საქმე, რაც მთელი გულით და გონებით გინდათ და იყავით მუდამ მოთხოვნადი ბაზარზე!“

#TEDxIBEuropeanSchool

03 Dec 2022

30 ნოემბერს “ევროპულ სკოლაში“ გაიმართა მეცხრე TEDx კონფერენცია TEDxIBEuropeanSchool. ქართული, ამერიკული და საერთაშორისო ბაკლავრიატის პროგრამების 9 მოსწავლე ინსპირანციული იდეებით წარდგა აუდიტორიის წინაშე. გარემოსდაცვითი პრობლემები, ჯანსაღი ცხოვრების წესი, მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა, მთარგმნელობითი სირთულეები, სასცენო ხელოვნება, რისკის მნიშვნელობა, გადაწყვეტილების მიღების ანატომია, განსხვავებული აზრის თავისუფლად გამოხატვა, ისტორიის დაფასება - თითოეულმა თემამ შთაგვაგონა, გადავგათ დიდი ნაბიჯი პიროვნული განვითარების გზაზე და “გავხდეთ უფრო მეტი“.

კამპანია “კაცები ზრუნავენ“

24 Nov 2022

“კაცები ზრუნავენ“ გლობალური კამპანიაა, რომელიც მიზნად ისახავს ძალადობის პრევენციას, მამაკაცების შესახებ არსებული სტერეოტიპების დამსხვრევას და ხელს უწყობს  გენდერულ თანასწორობას, ჯანსაღი გარემოს შექმნას.  კამპანიის ფარგლებში  სპიკერები: დავით გორგილაძე, ალექსანდრე ლორთქიფანიძე და გიორგი ლიპარიშვილი “ევროპულ სკოლაში“ 11-13 წლის ბიჭებს შეხვდნენ, ისაუბრეს თანასწორობის, ემოციების ჯანსაღად გამოხატვის მნიშვნელობაზე,  სოციალური მედიის გავლენაზე და სასარგებლო რჩევები მისცეს   მოზარდებს.