ახალი ამბები

PYP სწავლა-სწავლების თანამშრომლობის დაგეგმვის პროცესი

13 Sep 2019

IB PYP სტანდარტებისა და პრაქტიკის შესაბამისად “სკოლა, როგორც საზოგადოება სადაც სწავლობენ დაინტერესებულია ერთობლივად სასწავლო გეგმების შემუშავებით.” ამ კვირაში PYP პროგრამის პედაგოგებს ჰქონდათ შესაძლებლობა პირველად ერთობლივად დაეგეგმათ საგაკვეთილე პროცესი. თანამშრომლობის დაგეგმვა უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ მასწავლებლები, რომლებიც ერთად მუშაობენ დოკუმენტზე. ერთობლივი თანამშრომლობა საშუალებას აძლევს მასწავლებელს შექმნან სხვადასხვა საგნის საგაკვეთილელე გეგმები სფეროების ინტეგრაციის გზით. ჩვენს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ვუსურვებთ განსხვავებული იდეებით და საინტერესო კითხვებით წარმართონ საგაკვეთილე პროცესი.

ტრენინგი - ელექტრონული ჟურნალი

11 Sep 2019

“ევროპულ სკოლაში“ პედაგოგები მოსწავლეთა შეფასებას ელექტრონულ ჟურნალში ათავსებენ, რომელიც ადვილად ხელმისაწდომია მშობლებისთვის. ქართული პროგრამის დაწყებითი კლასის პედაგოგებისთვის სპეციალური ტრენინგი ჩატარდა ელექტრონული ჟურნალის გამოყენების გაუმჯობესებულ მეთოდებზე. მასწავლებლები გაეცნენ ახალი ელექტრონული ჟურნალის მუშობის პრინციპებს და უკეთ შეისწავლეს ახალი ტექნოლოგიების გამოყენება ყოველდღიურ საქმიანობაში.

პირველი დღე “ევროპულ საბავშვო ბაღში“

10 Sep 2019

9 სექტემბერს, ჩვენს პატარებს კიდევ ერთხელ გაუღო კარი ევროპულმა საბავშვო ბაღმა ელისის ჯადოსნურ სამყაროში მოსახვედრად. ბავშვებს აქ დახვდათ მხიარული ატმოსფერო: ითამაშეს ზღაპრის გმირებთან ერთად, იხალისეს ჯამბაზის ოინებზე, მოიხატეს სახე, გააფერადეს გიგანტური ვარდები, შექმნეს ქვიშის აპლიკაცია და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები ფერადი საპნის ბუშტების ფონზე.

პირველი დღე “ევროპულ სკოლაში“

09 Sep 2019

9 სექტემბერს ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად სიხარულით შეხვდა “ევროპული სკოლა“ მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს. სიამაყით გვინდა გაცნობოთ, რომ სკოლამ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და ახალი სასწავლო წელი სასიამოვნო სიახლით დაიწყო. “ევროპული სკოლა“ (CIS) საერთაშორისო სკოლების საბჭოს პირველი აკრედიტებული სკოლა გახდა საქართველოში.

ჩვენ პირველი CIS სკოლა ვართ საქართველოში

07 Sep 2019

6 სექტემბერს “ევროპულ სკოლაში“ მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. წელს ჩვენი სკოლა საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) აკრედიტებული პირველი სკოლა გახდა საქართველოში და ამიტომაც ისაუბრეს CIS მიერ გაწეული რეკომენდაციების შესრულების შესახებ. სკოლის დირექტორმა სოფიო ბაზაძემ წარადგინა ახალი სასწავლო წლის სამომავლო გეგმები და განსაზღვრა სტრატეგიული მიზნები.

სემინარი MYP პროგრამის პედაგოგებისთვის

06 Sep 2019

პროფესიული განათლების ხელშეწყობა “ევროპულ სკოლაში“ ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომაც საერთაშორისო ბაკალავრიატის MYP პროგრამის პედაგოგებისთვის 2 დღიანი პროფესიული სემინარი ჩატარდა, სადაც განიხილეს MYP სწავლების სპეციფიკა, გაეცნენ ამ პროგრამის მნიშვნელოვან მახასიეთებლებს და იმსჯელეს თუ როგორ გახადონ უფრო პროგრესული MYP პროგრამის შესწავლა ჩვენს სკოლაში. “ევროპული სკოლის“ პროფესიონალთა გუნდს შეემატა საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზო საფეხურის IB (MYP) პროგრამის ხელმძღავნელი რიზ ხანი, რომლიც უძღვებოდა სემინარს ორი დღის განმავლობაში. საგანმანათლებლო, შემეცნებითი და პრაქტიკული შინაარსის ამგვარი ტრენინგი საინტერესო აღმოჩნდა ყველა პედაგიგისთვის.

ახალი სასწავლო წელი

26 Aug 2019

ევროპული საბავშვო ბაღი სასწავლო წელს განაახლებს 9 სექტემბერს, 11 საათზე.

“ევროპული სკოლა“ - საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) მიერ აკრედიტებული პირველი სკოლა საქართველოში

24 Jul 2019

სიახლე ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში: სიამაყით გვინდა გაცნობოთ, რომ “ევროპულმა სკოლამ" პირველმა მოიპოვა საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) აკრედიტაცია. CIS ლიდერი ორგანიზაციაა სკოლების შეფასების დარგში. მსოფლიოში აღიარებული CIS აკრედიტაცია არის მაღალი სტანდარტის საერთაშორისო განათლების მაჩვენებელი, რომელიც აადვილებს მოსწავლეების მიღებას მსოფლიო კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში.