ახალი ამბები

გაეროს ასამბლეა

02 Jul 2019

1 ივლისს “ევროპულ სკოლაში" არასამთავრობო ორგანიზაციის “მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის" მიერ ორგანიზებული პროექტი, “გაეროს ასამბლეა" დასრულდა. ღონისძიების დახურვის ცერემონიალზე დელეგატების მიერ წარდგენილი სარეზოლუციო პროექტებიდან 5 საუკეთესო გამოვლინდა. პროექტები 1000, 500 და 250 ლარით დაჯილდოვდა, ავტორები თავიანთი იდეის განხორციელებას სექტემბრიდან დაიწყებენ. დახურვის ცერემონიალზე ასევე დაჯილდოვდნენ ლიდერები, დელეგატები, მოწვეული სპიკერები და მხარდამჭერები. დელეგატებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს სხვადასხვა ორგანიზაციებისა და საელჩოების წარმომადგენლებმა. ღონისძიებას მუსიკალურად აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების როკ ბენდი “ოცნება" აფორმებდა.

დიდი წარმატება ES “რობოტიკის კლუბის“ ა.შ.შ-ში

01 Jul 2019

ჩვენი სკოლის “რობოტიკის კლუბის“ მოსწავლეები ა.შ.შ-ში გაემგზავრნენ და ქ. ოსვეგოში “ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მიერ მოწყობილ Genius-ს ოლიმპიადაში მეოთხე ადგილი მოიპოვეს. ოლიმპიადაში 75 ქვეყანასა და 35 შტატს შორის საქართველოდან “ევროპული სკოლის“ სამი გუნდი იღებდა მონაწილეობას. ღონისძიება საბუნებისმეტყველო საგნების წარმოჩენას და პრობლემური საკითხების გადაჭრას ეძღვნებოდა. მოსწავლეებს ძალიან საპასუხისგებლო გამოსვლა ჰქონდათ. მათ რობოტს ევალებოდა გარემოში ხანძრის ევაკუაცია და ადამიანების გადარჩენა ყველაზე მოკლე დროში. “ევროპული სკოლის“ გუნდებმა ქვეყანას დიდი წარმატება მოუტანა საუკეთსო მონაწილეთა ათეულში-მეოთხე ადგილი დაიკავეს. ოლიმპიადის მონაწილეებმა: ლუკა ჯენევიზიმ, გიორგი დიღმელაშვილმა, ლევან კოტიშაძემ, ვახტანგ ლემოჯავამ და ნიკოლზ კობეშაიძემ მოინახულეს ნიაგარას ჩანჩქერი და რამოდენიმე ნიუ-იორკის ღირშესანიშნაობა, მოსწავლეები შთაბეჭდილებითა და ემოციებით დაბრუნდნენ ქვეყანაში. ვულოცავთ მოსწავლეებს და ხელმძღვანელებს დავით ნოზაძეს და ირინა კოჭლამაზაშვილს დიდ მიღწევას და ვუსურვებთ მომდევნო წლებში შედეგის გაუმჯობესებას.

კურსდამთავრებულთა უპრეცედენტო დაფინანსება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში

01 Jul 2019

სიამაყით გვინდა გაცნობოთ, რომ “ევროპული სკოლის“ 2019 წლის კურსდამთავრებულები უმაღლეს განათლებას მსოფლიოს TOP უნივერსიტეტში განაგრძობენ. გარდა წარმატებული ჩარიცხვებისა მათ უპრეცედენტო რაოდენობის დაფინანსება მოიპოვეს. 2018-2019 სასწავლო წელს მე-12 კლასელების მიერ მიღებულმა დაფინანსებამ ჯამში $1,420,605 შეადგინა (სწავლის პირველი წლისთვის მიღებული დაფინანსება, რომელიც სრული საბაკალავრო კურსის გათვალისწინებით შეადგენს $5,682,420).

STEM Fest 2019

13 Jun 2019

9 ივნისს IYIPO ორგანიზებით ისთ-ფოინთში ინოვაციური ფესტივალი - STEM Fest 2019 ჩატარდა. კერძო და საჯარო სკოლის ნიჭიერმა მოსწავლეებმა დამთვალიერებლებს სხვადასხვა ტიპის აქტივობები და სამეცნიერო პროექტები გააცნეს. STEM FEST 2019 სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ თემატური სტენდები და თავადაც მიეღოთ მონაწილეობა ინოვაციურ ექსპერიმენტებში. წლევანდელ ფესტივალზე 50-ზე მეტი პროექტი იყო წარმოდგენილი. ჩვენი სკოლიდან რობოტექნიკის წრის მოსწავლეებმა 3 პროექტი წარმოადგინეს. პროექტის მიზანია კიდევ უფრო შეაყვაროს მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო საგნები, დაანახოს მეცნიერებების მნიშვნელობა და როლი განათლების მიღების პროცესში.

ჩემი ადგილი სამყაროში

12 Jun 2019

10 ივნისს, ევროპულ საბავშვო ბაღში მოეწყო გამოფენა-პრეზენტაცია თემაზე ,,ჩემი ადგილი სამყაროში". ბავშვებმა სიხარულით წარუდგინეს მშობლებს თავიანთი ნამუშევრები და უამბეს თუ როგორ იმოგზაურეს დედამიწის გარშემო.

Startup Demo Day

12 Jun 2019

12 ივნისს “ევროპულ სკოლაში“ მე-10 კლასელების სტარტაპ იდეების პრეზენტაცია მოეწყო, რომელიც კომპეტენტურმა ჟიურიმ წინასწარ განსაზღვურლი კრიტერიეუმების მიხედვით შეაფასა და გამარჯვებული გამოავლინა. წლის სტარტაპერის წოდება მოიპოვა ქართული პროგრამის მოსწავლეების გუნდმა FANDOMBOX. ქართული და MYP პროგრამის მეათეკლასელებმა 2018-2019 აკადემიური წლის განმავლობაში, გაიარეს კურსი - სტარტეპები და მეწარმეობა. მოცემული ღონისძიება მათთვის იყო ფინალური პროექტების პრეზენტაცია.

მოგზაურობა ლიტერატურით

11 Jun 2019

10 ივნისს “ევროპული სკოლის“ IBბიბლიოთეკაში MYP მე-8 კლასის მოსწავლეებმა შემაჯამებელი პრეზენტაცია ჩაატარეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მათ შეაჯამეს განვლილი თავი “მოგზაურობა ლიტერატურაში“ და წარმოადგინეს ანიმაციური პრეზენტაციები მოგზაურებზე და ლიტერატურაზე. პრეზენტაციას დასწრნენ მშობლებიც და შეაფასეს მოსწავლეთა გამოსვლები.

როგორ გავხდე წარმატებული მეწარმე

11 Jun 2019

3 ივნისს “ევროპული სკოლის “ IB ბიბლიოთეკაში კანადაში Tedx გუნდის წევრმა MYP მე-8-10 კლასის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა. ღონისძიების მთავარი თემა იყო “როგორ გავხდე წარმატებული მეწარმე." მათ ისაუბრეს მეწარმის საქმინობაზე და ინტერაქტიულ რეჟიმში სტუმარმა უპასუხა შეკითხვებს. მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ამგვარი აქტივობა.

მეოთხეკლასელების გამოსაშვები

11 Jun 2019

7 ივნისს “ევროპულ სკოლაში“ ქართული პროგრამის მეოთხეკლასელების გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა სკოლის მთავარ დარბაზში წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები, ცეკვები და სკეტჩები. დაემშვიდობნენ პირველ მასწავლებლებს და თბილი სიტყვები არ დაიშურეს მათ მიმართ. გამოსაშვებ საღამოს ესწრებოდნენ მშობლები და ოჯახის წევრებიც.