ახალი ამბები

როგორ გავხდე წარმატებული მეწარმე

11 Jun 2019

3 ივნისს “ევროპული სკოლის “ IB ბიბლიოთეკაში კანადაში Tedx გუნდის წევრმა MYP მე-8-10 კლასის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა. ღონისძიების მთავარი თემა იყო “როგორ გავხდე წარმატებული მეწარმე." მათ ისაუბრეს მეწარმის საქმინობაზე და ინტერაქტიულ რეჟიმში სტუმარმა უპასუხა შეკითხვებს. მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ამგვარი აქტივობა.

მეოთხეკლასელების გამოსაშვები

11 Jun 2019

7 ივნისს “ევროპულ სკოლაში“ ქართული პროგრამის მეოთხეკლასელების გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა სკოლის მთავარ დარბაზში წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები, ცეკვები და სკეტჩები. დაემშვიდობნენ პირველ მასწავლებლებს და თბილი სიტყვები არ დაიშურეს მათ მიმართ. გამოსაშვებ საღამოს ესწრებოდნენ მშობლები და ოჯახის წევრებიც.

Startup Camp Youth Tbilisi 2019

11 Jun 2019

9 ივნისს “ევროპულ სკოლამ“ და “Georgia’s Youth Entrepreneurs“-ის ორგანიზებით startup camp youth Tbilisi 2019-ის დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. პირველი ადგილი (1000ლ.) მოიპოვა “RoboKit“- მა, ინოვაციურმა სტარტაპ იდეამ რომელზეც მუშაობდნენ ამერიკული აკადემიის მოსწავლეები: შალვა ბეგიაშვილი, სოფიო ჩიხლაძე, და თეკლე ხმიდიაშვილი. მეორე ადგილი (500ლ.) გადაეცა “AutoTech“, რომელზეც მუშაობდნენ ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის მოსწავლეები: აფაქ მირვაკილი, ასმა კაფაშიანი, ალი პაზირეი, არიან ზუგჰი და ზეინეფ გურფინარი. მესამე ადგილოსანი გახდა “HTS:Help To See“-მ, რომელზეც მუშაობდნენ სკოლა xxi საუკუნის მოსწავლეები: ლევან ღვინერია, ლუკა თოდუა, ნიკა ტუსკია, ალექსანდრა ლომინაძე, ლიზა ჩანტლაძე, ქეთევან ჯანიაშვილი და კესო ციცქიშვილი. ხოლო leadership award-ი გადაეცა სამი ჯგუფის ლიდერს, ესენი არიან: ნიუშა ბიგლარი, ლევან გოგრიჭიანი და ელვინა მამედოვა. Startup camp-ი 7,8,9 ივნისს ჩატარდა “ევროპულ სკოლაში“ და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს სტარტაპ იდეები, იმუშავეს ჯგუფის წევრებთან ერთად, მიიღეს გამოცდილებადა იმუშავეს პროფესიონალ მენტორებთან ერთად ბიზნესისა და ტექნოლოგიების განხრით, და საკუთარი პროექტები წარუდგინეს ჟიურის წევრებს. პროეკტში ჩართული იყო ცნობილი კომპანიები: “ვოლტი“,“იბერია ბიზნეს ჯგუფი“, “ეკობინა“, “მომავლის ლაბორატორია“, “ფაბ-ლაბი“,“ევროპული სკოლა,“ “ბრითიშ ქოუნსილ ჯორჯია,“ “ინგლისური წიგნები საქართველო“ და “ბრიტანეთის საბჭო.“

PYP მე-5 კლასის გამოსაშვები

11 Jun 2019

PYP პროგრამის მე-5 კლასის გამოსაშვები ცერემონია სკოლის მთავარი დარბაზში გაიმართა და ერთად იზეიმეს მოსწავლეებმა, მშობლებმა, მასწავლებლებმა და სტუმრებმა. კურსდამთავრებულებს მიესალმნენ და სიტყვით მიმართეს PYP კოორდინატორმა ქ-ნმა დინარამ და PYP დირექტორმა ქ-ნმა მარინა ჭელიძემ პედაგოგებთან ერთად. დასასრულს მე -5 კლასის მოსწავლეებმა ცეკვები და სიმღერები შეასრულეს. მოსწავლეებმა მიიღეს სამახსოვრო სერტიფიკატები და ჟურნალები პროგრამის წარმატებით დასრულებისთვის. ძალიან ემოციური ცერემონიალი გამოვიდა ყველასთვის.

Startup Demo Day

11 Jun 2019

12 ივნისს, ოთხშაბათს 10:00 - 11:30 საათამდე სკოლის მთავარ დარბაზში “ევროპული სკოლის“ მე-10 კლასის მოსწავლეების სტარტაპ იდეების პრეზენტაცია გაიმართება. სპეციალისტებით დაკომპლექტებული ჟიური შეაფასებს მოსწავლეთა სტარტაპ იდეებს და გამარჯვებულს გადაეცემა წლის სტარტაპის წოდება.

გამოსაშვები საღამო

10 Jun 2019

25-26 მაისს “ევროპულ ბაღში“ საზეიმო განწყობა იყო: გამოსაშვები საღამო, სახელწოდებით “Rock around the clock,” ბევრი ფერი და როკენროლური მხიარულება. კიდევ 4 გამოსაშვები ჯგუფი დაემშვიდობა ბაღს. ვულოცავთ ჩვენს ბავშვებს და წარმატებებს ვუსურვებთ მათ. 

გამოფენა

10 Jun 2019

6 ივნისს “ევროპულ სკოლაში“ ქართული პროგრამის მე-4ა კლასის შემაჯამებელი გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ტრანსდისწიპლინური სწავლების ფარგლებში შექმნილი გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები. აგრეთვე გაიხსნა მე-4 ბ კლასის მოსწავლის, საერთაშორისო გამოფენის ოქროს პრიზის მფლობელის ელენე ქურდიანის პერსონალური გამოფენა. მოსწავლეებმა მთელი წლის განმავლობაში შემოქმედებითად იმუშავეს და საკუთარი შემოქმედება გააცნეს დამთვალიერებელს.

მოიარე საქართველო

10 Jun 2019

“ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის 1ბ კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს კონცერტი “მოიარე საქართველო.” მოსწავლეებმა წარმოადგინეს საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათბელი ცეკვები, სიმღერები და ლექსები. დადგეს რამოდენიმე თეატრალური წარმოდგნაც. მაყურებელს მათი გამოსვლა ძალიან მოეწონა.

კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო

07 Jun 2019

6 ივნისს “ევროპულ სკოლაში“ ქართული პროგრამის, IB საერთაშორისო ბაკალავრიატის და ამერიკული უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ამ ამაღელვებელ და ემოციებით სავსე დღეს კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და სიტყვით მიმართეს “ევროპული სკოლის“ აკადემიურმა დირექტორმა სოფიო ბაზაძემ, სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ გელა ბეჟუაშვილმა, საერთაშორისო ბაკალავრიატის ხელმძღვანელმა რამაზ სართანიამ და ამერიკის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ირმა ბარბაქაძემ. საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ: ხატია კილაძე, ნინო კინტრაია, ლუკა ლელუაშვილი და ელისაბედ სააკაძე. სკოლის დირექციამ მედლებით დააჯილდოვა AHS და IB(DP) პროგრამის კურსდამთავრებულებიც. საზეიმო ღონისძიებაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეული სტუმრები: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი, ამერიკის საელჩოს კულტურული ურთიერთობების ოფიცერი იულიუს ცაი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკატერინე ბაღიშვილი და სან-დიეგოს უნივერსიტეტის ვიცე-დეკანი ნუგზარ დავითაშვილი სიტყვით გამოვიდნენ და კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცეს. “ევროპული სკოლა“ ულოცავს სკოლის დამთავრებას ყველა ახალგაზრდას და წარმატებულ მომავალს უსურვებს.