ახალი ამბები

ოქროს პეპელა - 2019

27 May 2019

საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 29, 30, 31 მაისი - 1 ივნისი

პრემიერა ბაქოში

27 May 2019

“ევროპული სკოლის“ MYP-ის მოსწავლეთა ჯგუფი ბაქოში გაემგზავრა. თეატრალურმა დასმა სპექტაკლის “ადგილი ორისათვის“ პრემიერა გამართა British school-სა და Donya IB school-ში. ბაქოელმა და “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა გაცვალეს სიმბოლური საჩუქრები ორი ქვეყნის მადლობისა და კულტურის გაცვლის ნიშნად. გამომგზავრების დღეს კი დასის წევრებმა გააგზავნეს მადლობის წერილები ,,ბრიტანეთის სკოლის“ მოსწავლეებთან ამ ვიზიტის სამახსოვროდ. სპექტაკლის პრემიერამ ბაქოში წარმატებით ჩაიარა და ყველა მონაწილე შთაბეჭდილებებით სავსე დაბრუნდა “ევროპულ სკოლაში.“

შემაჯამებელი გამოფენა

27 May 2019

24 მაისს “ევროპული სკოლის“ ქართული და IB პროგრამების დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეების მეორე სემესტრის შემაჯამებელი გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი მასალითა და ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინტერკულტურულ თემებზე შექმნილი ნახატები. მე-9 კლასელებმა კი გამოფინეს თანამედროვე ეკოლოგიური ქალაქის მაკეტი. გამოფენამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამთვალიერებელზე.

დამოუკიდებლობის დღე “ევროპულ ბაღში“

27 May 2019

ევროპული ბაღის აღსაზრდელებიც გილოცავენ 26 მაისს,საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს! ბავშვებმა შეასრულეს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და დროშებით გადაიღეს სამახსოვრო სურათები.

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა და სპექტაკლის ჩვენება

24 May 2019

22 მაისს “ევროპულ სკოლაში“ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა და სპექტაკლის “ადგილი ორისათვის“ ჩვენება გაიმართა. MYP პროგრამის მოსწავლეებმა დრამის პედაგოგის ხელმძღვანელობით რამდენჯერმე გამართეს სპექტაკლის ჩვენება, მათ შორის ბაქოშიც ჰქონდათ პრემიერა. სკოლაში გამოიფინა “ახალგაზრდული სახლის“ ბენეფიციარების ხელნაკეთი ნამუშევრები. მოეწყო გამოფენა-გაყიდვა: ყვავილების, ქართული ორნამენტით გაფორმებული ბალიშების, ჩანთების და სხვ. ნამუშევრების საფასურის გარდა სპექტაკლის ბილეთების გაყიდული თანხის 70% “ახალგაზრდულ სახლს“ ჩაერიცხება.

კანის კინოფესტივალი

24 May 2019

“ევროპული სკოლის“ ამერიკული პროგრამის მე-10 კლასელები წელს კანის კინო ფესტივალს ესტუმრენ. მოსწავლეები შეხვდნენ გერმანიაში მოღვაწე ქართველ კინორეჟისორ იანა უგრეხელიძეს და ისაუბრეს ქართული კინოს გამოწვევებზე. “ევროპული სკოლა“ განსაკუთრებულ მადლობას უხდის ქ-ნ იანას ჩვენი მოსწავლეების კინოჩვენებაზე მიწვევისათვის.

ოქროს რიცხვი - 2019

24 May 2019

19 მაისს “ევროპული სკოლის" მოსაწვლეებმა: ანა წულაიამ, ნანა ყაჭიურმა, ნანა წურწუმიამ, ელისაბედ ლორიამ და დათო გრიგოლიამ მონაწილეობა მიიღეს “საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის“, “მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“, “ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“, “მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის ფარგლებში გამართულ მოსწავლეთა და მასწავლებელთა კონფერენციაში “ოქროს რიცხვი -2019“, რომელიც გაიმართა აგრარულ უნივერსიტეტში. კონფერენცია მიზნად ისახავადა, ქიმიის, როგორც ერთ-ერთი საბუნებისმეტყველო მეცნიერების პოპულარიზაციას. მოსწავლეებს პროექტების მომზადებისას ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები: სოფო ფაცაცია და ხათუნა კაპანაძე. დასასრულს მოსწავლეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

ბოლო ზარი

23 May 2019

23 მაისს “ევროპულ სკოლაში“ მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. რადგან სკოლა 12 წლისაა წელს პირველად სკოლა დაამთავრეს იმ მოსწავლეებმა, რომლებიც პირველი კლასიდან “ევროპულ სკოლაში“ სწავლობდნენ. ამ ამაღელვებელ დღეს მოსწვლეებმა სკოლის ეზოში სიმბოლურად დარგეს ხე, მოეწყო ფოტოგამოფენა და სამახსოვრო ავტოგრაფსესია. “ევროპული სკოლის“ აკადემიურმა დირექტორმა სოფიო ბაზაძემ, ამერიკული უმაღლესი სკოლის დეკანმა ნათია თევზაძემ და საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამის ხელმძღვანელმა რამაზ სართანიამ მოსწავლეებს მიულოცეს სკოლის დამთავრება და წარმატებები უსურვეს.