ახალი ამბები

ოქროს რიცხვი - 2019

24 May 2019

19 მაისს “ევროპული სკოლის" მოსაწვლეებმა: ანა წულაიამ, ნანა ყაჭიურმა, ნანა წურწუმიამ, ელისაბედ ლორიამ და დათო გრიგოლიამ მონაწილეობა მიიღეს “საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის“, “მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“, “ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“, “მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის ფარგლებში გამართულ მოსწავლეთა და მასწავლებელთა კონფერენციაში “ოქროს რიცხვი -2019“, რომელიც გაიმართა აგრარულ უნივერსიტეტში. კონფერენცია მიზნად ისახავადა, ქიმიის, როგორც ერთ-ერთი საბუნებისმეტყველო მეცნიერების პოპულარიზაციას. მოსწავლეებს პროექტების მომზადებისას ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები: სოფო ფაცაცია და ხათუნა კაპანაძე. დასასრულს მოსწავლეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

ბოლო ზარი

23 May 2019

23 მაისს “ევროპულ სკოლაში“ მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. რადგან სკოლა 12 წლისაა წელს პირველად სკოლა დაამთავრეს იმ მოსწავლეებმა, რომლებიც პირველი კლასიდან “ევროპულ სკოლაში“ სწავლობდნენ. ამ ამაღელვებელ დღეს მოსწვლეებმა სკოლის ეზოში სიმბოლურად დარგეს ხე, მოეწყო ფოტოგამოფენა და სამახსოვრო ავტოგრაფსესია. “ევროპული სკოლის“ აკადემიურმა დირექტორმა სოფიო ბაზაძემ, ამერიკული უმაღლესი სკოლის დეკანმა ნათია თევზაძემ და საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამის ხელმძღვანელმა რამაზ სართანიამ მოსწავლეებს მიულოცეს სკოლის დამთავრება და წარმატებები უსურვეს.

თვითმმართველობის დღე

22 May 2019

22 მაისს “ევროპულ სკოლაში“ ტრადიციულად თვითმმართველობის დღე გამოცხადდა. ერთი დღით მოსწავლეები სკოლის თანამშრომლები გახდნენ და დამოუკიდებლად შეასრულეს დაკისრებული ვალდებულებები. მოსწავლეებმა შეცვალეს აკადემიური დირექტორი, კანცლერი, HR და PR მენეჯერები, კოორდინატორები, დაცვის თანამშრომლები და სხვ. დღის ბოლოს სკოლის მთავარ დარბაზში შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. მოსწავლეებმა რთულ გამოწვევებს პროფესიონალურად გაართვეს თავი და გამოცდილება შეიძინეს.

საზოგადოებასთან ურთიერთობა: სტრატეგია და ტაქტიკა

22 May 2019

“ევროპული სკოლის“ PYP პროგრამის მე-3 კლასის მოსწავლეები საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის ოფისს ეწვივნენ. სკოლის PRმენეჯერმა ნინო კუსრაშვილმა მოსწავლეებს გააცნო ინფორმაცია საზოგადოებასთან ურთიერთობის, PRსტრატეგიის, მარკეტინგული კამპანიებისა და ღონისძიებების მოწყობის შესახებ. მოსწავლეები გაეცნენ პროფესიულ ლიტერატურას და მენეჯერისგან მიიღეს დავალება-მათ უნდა დაეწერათ მოკლე ინფორმაცია ღონისძიების შესახებ. რამდენიმე დღის შემდეგ პატარა მენეჯერებმა საკუთარი ხელით დაწერილი და მხატვრულად გაფორმებული დავალებები ჩააბარეს PRმენეჯერს და გამოთქვეს სურვილი PRკამპანიებში მონაწილეობის მიღებისა.

ნატურმორტები და პეიზაჟები

22 May 2019

21 მაისს “ევროპული სკოლის“ ლონდონის გამზირზე მე-4ბ კლასის მოსწავლეების დემეტრე წიკლაურისა და ილია მჭედლიშვილის ნახატების პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო მათ მიერ შესრულებული ნატურმორტები, პეიზაჟები და გრაფიკული ნამუშევრები. გამოფენამ დამთვალიერებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

ღამე მუზეუმში

21 May 2019

მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 18 მაისს ტრადიციული ღონისძიება “ღამე მუზეუმში“ მოეწყო. “ევროპული სკოლის“ IB MYP მერვე კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს გ.ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამაში, რომელიც ჩატარდა გამოფენის: “საქართველო - ევროპა“ ფარგლებში და რომელიც ეძღვნებოდა მარჯორი უორდროპის 150 წლისთავს. ლიტერატურის მუზეუმში მოსწავლეებმა დაათვალიერეს ორი გამოფენა: “გიორგი ლეონიძე - 120, ლიტერატურის მუზეუმი - 90“ და “მარჯორი უორდროპ - 150“. გაეცნენ უნიკალურ ექსპონატებს - მემორიალურ ნივთებს, ხელნაწერებს, გამოცემებს. ამის შემდეგ მათ დაიწყეს ჯგუფური მუშაობა მარჯორი უოდროპის მიერ თარგმნილი ილია ჭავჭავაძის “განდეგილზე.“ შექმნეს ორენოვანი წიგნი, რომელიც გააფორმეს მხატვრულად. წიგნის ყდის ილუსტრაცია მიშიკო გაბაიძემ შექმნა. “ევროპული სკოლის“ მოსწავლეების საქმიანობა საინტერესო აღმოჩნდა მუზეუმში მოსული დამთვალიერებლისთვისაც და თავადაც ხალისით ჩაერთვნენ აქტივობაში.

საგანმანათლებლო კონფერენცია

21 May 2019

17-18 მაისს თურქეთში ქ. სტამბულში მე-3 საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენცია “საერთაშორისო კვლევები 2019“ ჩატარდა. კონფერენციის მთავარი თემები განათლება და სწავლება XXI საუკუნეში იყო. საგანმანათლებლო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო “ევროპული სკოლის“ ორმა პედაგოგმა: შორენა აბესაძემ და დავით ნოზაძემ. მათ წარმოადგინეს თემა “საგანმანათლებლო თამაშების როლი კომპიუტერული მეცნიერებების სწავლებაში.“ კონფერენციის ორგანიზატორი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის აკადემიური კვლევითი ცენტრი იყო. მონაწილეების მოხსენებები გამოქვეყნდა საერთაშორისო ჟურნალში - “International Journal of Social Sciences and Interdisciplinary Studies.“

სტუმრად ბავშვთა სოფელში

21 May 2019

16 მაისს PYP Student Council-ის წევრები ესტუმრნენ “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელს”, რომელიც ემსახურება რისკის ქვეშ მყოფი ოჯახების გაძლიერებას. “PYP მოსწავლეთა საბჭოს წევრებმა“ თავიანთი ინიციატივით დაგეგმეს სხვადასხვა აქტივობები, როგორიცაა საგანმანათლებლო თამაშები, მეცნიერული ცდები, ხელსაქმე, მცენარეების დათესვა და სხვა. ჩვენმა მოსწავლეებმა ასევე დაასაჩუქრეს “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელის” ბავშვები სხვადასხვა საჩუქრებით. ბავშვებმა ბევრი საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს ერთად, ბევრი იხალისეს და დამეგობრდნენ. “მოსწავლეთა საბჭო“ მომავალშიც გეგმავს მსგავსი აქტივობების განხორციელებას.

პერსონალური გამოფენა

21 May 2019

“ევროპულ სკოლაში“-ლონდონის გამზირზე ქართული პროგრამის მე-4ბ კლასის მოსწავლის მაშო ბუცხრიკიძის პერსონალური ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ექსპოზიციაზე მისი ძმის თორნიკე ბუცხრიკის ნამუშევრებიც გამოიფინა. მოსწავლეებმა ბოლო ორი წლის განმავლობაში შესრულებული ნამუშევრები წარმოადგინეს და მნახველის დიდი მოწონება დაიმსახურეს.