ახალი ამბები

ახალი სასწავლო წელი
26 Aug 2019ევროპული საბავშვო ბაღი სასწავლო წელს განაახლებს 9 სექტემბერს, 11 საათზე.

“ევროპული სკოლა“ - საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) მიერ აკრედიტებული პირველი სკოლა საქართველოში
24 Jul 2019სიახლე ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში: სიამაყით გვინდა გაცნობოთ, რომ “ევროპულმა სკოლამ" პირველმა მოიპოვა საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) აკრედიტაცია. CIS ლიდერი ორგანიზაციაა სკოლების შეფასების დარგში. მსოფლიოში აღიარებული CIS აკრედიტაცია არის მაღალი სტანდარტის საერთაშორისო განათლების მაჩვენებელი, რომელიც აადვილებს მოსწავლეების მიღებას მსოფლიო კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში.

გაეროს ასამბლეა
02 Jul 20191 ივლისს “ევროპულ სკოლაში" არასამთავრობო ორგანიზაციის “მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის" მიერ ორგანიზებული პროექტი, “გაეროს ასამბლეა" დასრულდა. ღონისძიების დახურვის ცერემონიალზე დელეგატების მიერ წარდგენილი სარეზოლუციო პროექტებიდან 5 საუკეთესო გამოვლინდა. პროექტები 1000, 500 და 250 ლარით დაჯილდოვდა, ავტორები თავიანთი იდეის განხორციელებას სექტემბრიდან დაიწყებენ. დახურვის ცერემონიალზე ასევე დაჯილდოვდნენ ლიდერები, დელეგატები, მოწვეული სპიკერები და მხარდამჭერები. დელეგატებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს სხვადასხვა ორგანიზაციებისა და საელჩოების წარმომადგენლებმა. ღონისძიებას მუსიკალურად აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების როკ ბენდი “ოცნება" აფორმებდა.

დიდი წარმატება ES “რობოტიკის კლუბის“ ა.შ.შ-ში
01 Jul 2019ჩვენი სკოლის “რობოტიკის კლუბის“ მოსწავლეები ა.შ.შ-ში გაემგზავრნენ და ქ. ოსვეგოში “ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მიერ მოწყობილ Genius-ს ოლიმპიადაში მეოთხე ადგილი მოიპოვეს. ოლიმპიადაში 75 ქვეყანასა და 35 შტატს შორის საქართველოდან “ევროპული სკოლის“ სამი გუნდი იღებდა მონაწილეობას. ღონისძიება საბუნებისმეტყველო საგნების წარმოჩენას და პრობლემური საკითხების გადაჭრას ეძღვნებოდა. მოსწავლეებს ძალიან საპასუხისგებლო გამოსვლა ჰქონდათ. მათ რობოტს ევალებოდა გარემოში ხანძრის ევაკუაცია და ადამიანების გადარჩენა ყველაზე მოკლე დროში. “ევროპული სკოლის“ გუნდებმა ქვეყანას დიდი წარმატება მოუტანა საუკეთსო მონაწილეთა ათეულში-მეოთხე ადგილი დაიკავეს. ოლიმპიადის მონაწილეებმა: ლუკა ჯენევიზიმ, გიორგი დიღმელაშვილმა, ლევან კოტიშაძემ, ვახტანგ ლემოჯავამ და ნიკოლზ კობეშაიძემ მოინახულეს ნიაგარას ჩანჩქერი და რამოდენიმე ნიუ-იორკის ღირშესანიშნაობა, მოსწავლეები შთაბეჭდილებითა და ემოციებით დაბრუნდნენ ქვეყანაში. ვულოცავთ მოსწავლეებს და ხელმძღვანელებს დავით ნოზაძეს და ირინა კოჭლამაზაშვილს დიდ მიღწევას და ვუსურვებთ მომდევნო წლებში შედეგის გაუმჯობესებას.

კურსდამთავრებულთა უპრეცედენტო დაფინანსება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში
01 Jul 2019სიამაყით გვინდა გაცნობოთ, რომ “ევროპული სკოლის“ 2019 წლის კურსდამთავრებულები უმაღლეს განათლებას მსოფლიოს TOP უნივერსიტეტში განაგრძობენ. გარდა წარმატებული ჩარიცხვებისა მათ უპრეცედენტო რაოდენობის დაფინანსება მოიპოვეს. 2018-2019 სასწავლო წელს მე-12 კლასელების მიერ მიღებულმა დაფინანსებამ ჯამში $1,420,605 შეადგინა (სწავლის პირველი წლისთვის მიღებული დაფინანსება, რომელიც სრული საბაკალავრო კურსის გათვალისწინებით შეადგენს $5,682,420).

STEM Fest 2019
13 Jun 20199 ივნისს IYIPO ორგანიზებით ისთ-ფოინთში ინოვაციური ფესტივალი - STEM Fest 2019 ჩატარდა. კერძო და საჯარო სკოლის ნიჭიერმა მოსწავლეებმა დამთვალიერებლებს სხვადასხვა ტიპის აქტივობები და სამეცნიერო პროექტები გააცნეს. STEM FEST 2019 სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ თემატური სტენდები და თავადაც მიეღოთ მონაწილეობა ინოვაციურ ექსპერიმენტებში. წლევანდელ ფესტივალზე 50-ზე მეტი პროექტი იყო წარმოდგენილი. ჩვენი სკოლიდან რობოტექნიკის წრის მოსწავლეებმა 3 პროექტი წარმოადგინეს. პროექტის მიზანია კიდევ უფრო შეაყვაროს მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო საგნები, დაანახოს მეცნიერებების მნიშვნელობა და როლი განათლების მიღების პროცესში.

ჩემი ადგილი სამყაროში
12 Jun 201910 ივნისს, ევროპულ საბავშვო ბაღში მოეწყო გამოფენა-პრეზენტაცია თემაზე ,,ჩემი ადგილი სამყაროში". ბავშვებმა სიხარულით წარუდგინეს მშობლებს თავიანთი ნამუშევრები და უამბეს თუ როგორ იმოგზაურეს დედამიწის გარშემო.

Startup Demo Day
12 Jun 201912 ივნისს “ევროპულ სკოლაში“ მე-10 კლასელების სტარტაპ იდეების პრეზენტაცია მოეწყო, რომელიც კომპეტენტურმა ჟიურიმ წინასწარ განსაზღვურლი კრიტერიეუმების მიხედვით შეაფასა და გამარჯვებული გამოავლინა. წლის სტარტაპერის წოდება მოიპოვა ქართული პროგრამის მოსწავლეების გუნდმა FANDOMBOX. ქართული და MYP პროგრამის მეათეკლასელებმა 2018-2019 აკადემიური წლის განმავლობაში, გაიარეს კურსი - სტარტეპები და მეწარმეობა. მოცემული ღონისძიება მათთვის იყო ფინალური პროექტების პრეზენტაცია.