ახალი ამბები

ავსტრიელი მთხრობელი “ევროპულ სკოლაში“
31 May 2019“ევროპულ სკოლას“ ცნობილი ავსტრიელი მთხრობელი კატარინა რიტერი ეწვია და შეხვდა მოსწავლეებს, რომლებიც გერმანულ ენას შეისწავლიან. კატერინამ მოსწავლეებს წარუდგინა გერმანული, ავსტრიული თქმულებები და ლეგენდები რაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. მათ საშუელება მიეცათ გერმანულ ენაზე მოესმინათ და ენახათ გაცოცხლებული ისტორიები.

“ძველი ბაღის ამბავი“
29 May 2019“ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის Iგ კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის ბოლოს ტრანსდისციპლინარული თემის ფარგლებში წარმოადგინეს საბავშვო სპექტაკლი “ძველი ბაღის ამბავი." პრემიერაზე მოიწვიეს მშობლები და ოჯახის წევრები. შეასრულეს სიმღერები, ცეკვები და ხალისითა და მხიარულებით მოუყვნენ მაყურებელს “ძველი ბაღის ამბავს.“

ოქროს პეპელა - 2019
27 May 2019საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 29, 30, 31 მაისი - 1 ივნისი

პრემიერა ბაქოში
27 May 2019“ევროპული სკოლის“ MYP-ის მოსწავლეთა ჯგუფი ბაქოში გაემგზავრა. თეატრალურმა დასმა სპექტაკლის “ადგილი ორისათვის“ პრემიერა გამართა British school-სა და Donya IB school-ში. ბაქოელმა და “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა გაცვალეს სიმბოლური საჩუქრები ორი ქვეყნის მადლობისა და კულტურის გაცვლის ნიშნად. გამომგზავრების დღეს კი დასის წევრებმა გააგზავნეს მადლობის წერილები ,,ბრიტანეთის სკოლის“ მოსწავლეებთან ამ ვიზიტის სამახსოვროდ. სპექტაკლის პრემიერამ ბაქოში წარმატებით ჩაიარა და ყველა მონაწილე შთაბეჭდილებებით სავსე დაბრუნდა “ევროპულ სკოლაში.“

შემაჯამებელი გამოფენა
27 May 201924 მაისს “ევროპული სკოლის“ ქართული და IB პროგრამების დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეების მეორე სემესტრის შემაჯამებელი გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი მასალითა და ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინტერკულტურულ თემებზე შექმნილი ნახატები. მე-9 კლასელებმა კი გამოფინეს თანამედროვე ეკოლოგიური ქალაქის მაკეტი. გამოფენამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამთვალიერებელზე.

დამოუკიდებლობის დღე “ევროპულ ბაღში“
27 May 2019ევროპული ბაღის აღსაზრდელებიც გილოცავენ 26 მაისს,საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს! ბავშვებმა შეასრულეს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და დროშებით გადაიღეს სამახსოვრო სურათები.

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა და სპექტაკლის ჩვენება
24 May 201922 მაისს “ევროპულ სკოლაში“ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა და სპექტაკლის “ადგილი ორისათვის“ ჩვენება გაიმართა. MYP პროგრამის მოსწავლეებმა დრამის პედაგოგის ხელმძღვანელობით რამდენჯერმე გამართეს სპექტაკლის ჩვენება, მათ შორის ბაქოშიც ჰქონდათ პრემიერა. სკოლაში გამოიფინა “ახალგაზრდული სახლის“ ბენეფიციარების ხელნაკეთი ნამუშევრები. მოეწყო გამოფენა-გაყიდვა: ყვავილების, ქართული ორნამენტით გაფორმებული ბალიშების, ჩანთების და სხვ. ნამუშევრების საფასურის გარდა სპექტაკლის ბილეთების გაყიდული თანხის 70% “ახალგაზრდულ სახლს“ ჩაერიცხება.