ახალი ამბები

ქეროლ ბოუერის ვიზიტი “ევროპულ სკოლაში“

02 Oct 2019

1 ოქტომბერს “ევროპულ სკოლას“ ესტუმრა სამხრეთ აფრიკის ლიდერი ქალების ფორუმის ადვოკატი UNICEF-ის სახელით, ცნობილი ტელესახე და ბიზნესქალბატონი ქეროლ ბოუერი. აღნიშნული ვიზიტი, ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით ქეროლ ბოუერის მიმდინარე მოღვაწეობის ნაწილია. “ევროპულ სკოლაში“ მაღალი რანგის სტუმარი შეხვდა სკოლის დირექციასა და მოსწავლეებს. ენთუზიასტმა და ენერგიულმა მოსწავლე გიდებმა საკუთარი პერსპექტივიდან გააცნეს სასკოლო გარემო სტუმარს.

“ევროპული სკოლა“ ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე

01 Oct 2019

დღეს “ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე“ ჩვენი სკოლის კარავში წარმოდგენილმა სახალისო ექსპერიმენტებმა და ტექნოლოგიურმა სიახლეებმა ვიზიტორების დიდი ინტერესი გამოიწვია. გამოფენის დამთვალიერებელი აღფრთოვანებული დარჩა სამეცნიეო, სახალისო შოუებში მონაწილეობით. ლეგო რობოტები, მფრინავი პროგრამირებადი დრონები, 3D კალამი და ელექტრობის სახალისო ექსპერიმენტები მთელი დღის მანძილზე იზიდავდა ცნობისმოყვარე დამთვალიერებლებს.

შეხვედრა სადიპლომო პროგრამის (DP) მოსწავლეთა მშობლებთან

01 Oct 2019

26 სექტემბერს სადიპლომო პროგრამის (DP) მე-11 კლასის მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გაიმართა. 27 სექტემბერს კი სადიპლომო პროგრამის მე-12 კლასელთა მშობლები იყვნენ მოწვეულნი სკოლაში. პირველ შეხვედრაზე სტუმრებს სადიპლომო პროგრამაში შვილების გადმოსვლა საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამების ხელმძღვანელმა, დოქტორმა ბრაისმა და სადიპლომო პროგრამის კოორდინატორმა, ბატონმა რამაზ სართანიამ მიულოცეს. მათ მშობლებს წარმოდგენა შეუქმნეს, თუ როგორი იქნება მომავალი ორი წელი სადიპლომო პროგრამის ახალი მოსწავლეებისთვის. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა DP პროგრამის მასწავლებლებთან მშობლების თანამშრომლობის საჭიროებაზე, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა წარმატებისთვის. სააკონფერენციო დარბაზში გამართული პრეზენტაციის შემდეგ მშობლებს მიეცათ შესაძლებლობა, გასაუბრებოდნენ სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს.

კვლევა-ძიება კრეატიულ გარემოში

01 Oct 2019

28-29 სექტემბერს “ევროპულ სკოლაში” IB PYP მე-3 კატეგორიის ვორქშოფი თემაზე: “კვლევა-ძიება კრეატიულ გარემოში” ჩატარდა. ვორქშოფზე ყურადღება გამახვილდა PYP პროგრამის მოსწავლეთა შესაძლებლობაზე, თითოეული ჩაერთოს შინაარსიანი კვლევა-ძიების პროცესში ტრანსდიციპლინური თემებისა თუ ცალკეული საგნების გაკვეთილების ფარგლებში. ძიების სხვადასხვა მოდელი არსებობს, თუმცა თითოეული ახდენს რეფლექსიის, ახალი ძიების ინიცირებასა და ღრმა გაგების ჩამოყალიბებას. კვლევა-ძიებაზე დაფუძნებული სწავლება არის დიფერენცირების საუკეთესო საშუალება, რომელიც მიუხედავად ენობრივი კომპეტენციისა და სწავლის სტილისა, ხელს უწყობს ინდივიდუალური აზრის ჩამოყალიბებასა და შინარსიანი ქმედების განხორციელებას. პროფესიული განვითარების სესიას უძღვებოდა დარენ არბური, რომელიც IBEN წევრია, ატარებს ვორქშოფებს და საერთაშორისო გამოცდილება შემოაქვს სასკოლო გარემოში.

მოგზაურობა სკოლის გარეთ

01 Oct 2019

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეებისთვის მთელი კვირის განმავლობაში რამდენიმე გასვლითი ღონისძიება დაიგეგმა. სხვადასხვა კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ “საქართველოს ეროვნულ მუზეუმს,“ წავიდნენ ქალაქგარეთ კახეთსა და “შატო მუხრანში.“ მოსწავლეები საშემოდგომო საქმიანობებით დაინტერესდენენ, ნახეს ღვინის დამზადების ტექნოლოგია. თავად მიიღეს მონაწილეობა ხაჭაპურის ცხობასა და ჩურჩხელის ამოვლებაში. მესამეკლასელებმა კი ინსტრუქტორებთან ერთად ისწავლეს კარვის გაშლა, შეაგროვეს შეშა და კოცონზე საკვებიც მოამზადეს. ეროვნულ მუზეუმში კი პროგრამის ფარგლებში ,,საქართველოს არქეოლოგია ახალი ქვის ხანიდან რომაულ ხანამდე“, მოსწავლეები გაეცნენ საქაეთველოს ტერიტორიაზე XX და XXI საუკუნეებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულ არტეფაქტებს. თავად შეარჩიეს გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატი, რომლის შესახებაც შეავსეს კითხვარი, აღწერეს და გამოიკვლიეს შერჩეული ნივთები.

DP პროგრამა

27 Sep 2019

26 სექტემბერს საერთაშორისო ბაკალავრიატის DP მე-11 კლასელებს პროგრამის კოორდინატორმა CAS აქტივობების ძირითადი კომპონენტები გააცნო. CAS–ის კოორდინატორმა განმარტა CAS– ის მიზნები და ახსნა სწავლის სამომავლო შედეგები. შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუდენტები მზად იყვნენ დაიწყოთ CAS მოგზაურობა DP პროგრამის განმავლობაში.

კინგსის ოლიმპიადის ფინალისტები

27 Sep 2019

27 სექტემებერს ,,ევროპული სკოლის“ 50-ზე მეტ მოსწავლეს კინგსის ოლიმპიადის საგაზაფხულო სესიაზე მოპოვებული სხვადსხვა ხარისხის სერტიფიკატები გადაეცათ. ჩვენი სკოლა ტრადიციულად მე-9 წელია მონაწილეობს კინგსის საგანმანათლებლო პროექტში, რომელიც მთელ საქართველოში II-XII კლასის მოსწავლეებისთვის ქართულ, ინგლისურ ენებსა და მათემატიკაში ტარდება. კინგსი ზრუნავს მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას, ნიჭიერი ბავშვების გამოვლენასა და განვითარებას.

ლაშქრობა ქალაქგარეთ

27 Sep 2019

ბავშვებისთვის ლაშქრობა არის ახალი აღმოჩენებისა და ბუნებასთან სიახლოვის საუკეთესო შესაძლებლობა. “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის მოსწავლეები Weaskigeorgia-სთან ერთად ალგეთში წავიდნენ სალაშქროდ და დაუვიწყარი თავგადასავლებით დაბრუნდნენ. ითამაშეს, იხტუნეს და მხიარულად გაატარეს დრო სუფთა ჰაერზე.

Worcester Polytechnic Institute და Franklin & Marshall College სტუმრად “ევროპულ სკოლაში"

27 Sep 2019

25 სექტემბერს “ევროპულმა სკოლამ" Worcester Polytechnic Institute-ისა და Franklin & Marshall College-ის წარმომადგენლებს - ჯული ლავლესსა და კარლი მანკუსს უმასპინძლა. სტუმრებმა ქართული პროგრამის, ამერიკული უმაღლესი სკოლისა და IB პროგრამების მოსწავლეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს სასწავლო პროგრამებისა და ჩარიცხვის კრიტერიუმების შესახებ. მოსწავლეებმა მიიღეს რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა დაწერონ ეფექტური პერსონალური ესეები და სამოტივაციო წერილები. პრეზენტაციის დასასრულს, ამერიკული უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ჩვენი მოსწავლეების დამატებით შეკითხვებს უპასუხეს.