ახალი ამბები

ევროპულ ბაღში მშობლის კვირეული გრძელდება
14 Nov 2019დღეს წითელ ჯგუფში ვუმასპინძლეთ ანასტასია ზარიძის დედიკოს, მოდელიერ-დიზაინერს ტატა თუთბერიძეს. იგი პატარებს ტანსაცმლის შექმნაზე და მის დიზაინზე ესაუბრა. ერთად შექმნეს ლამაზი კაბების და მაისურების ესკიზები. დიდი მადლობა ტატას საინტერესო და სახალისო აქტივობისთვის!

მშობლის კვირეული ევროპულ ბაღში
14 Nov 2019მშობლის კვირეულის ფარგლებში, ჩვენს ბაღში, არ წყდება მშობელთა აქტიური ჩართულობა სასწავლო პროცესში.დღეს ლურჯ ჯგუფში, ნატალი ფანიაშვილის დედა, ლიზა ნიქაბაძე პატარებს ადამიანის აგებულებაზე ესაუბრა. ლიზა ჩვენი ბაღის ინგლისური ენის პედაგოგია და მან შესაბამისად გაკვეთილი ინგლისურ ენაზე ჩაატარა. პატარები ერთმანეთს ჩონჩხის ფაზლის აწყობაში შეეჯიბრნენ და ბოლოს სახალისო ცეკვაც შეასრულეს სიმღერაზე: ‘’Skeleton Dance”. მადლობა ლიზას საინტერესო გაკვეთილისთვის!

ასტრიდ ლინდგრენის კვირეული/ლიტერატურული ვიქტორინა
13 Nov 2019ასტრიდ ლინდგრენს მრავალი დამფასებელი და მოყვარული ყავს საქართველოში და განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მისი წიგნების მიმართ ინტერესი დღემდე არ ცხრება. კვირეულის მთავარი მიზანია მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება, საბავშვო ლიტერატურისა და წიგნის კითხვის შეყვარება, აგრეთვე ასტრიდ ლინდგრენის ცხოვრებისა და შემოქმედების უკეთ გაცნობა.

სტუმრები ინგლისური სექტორის ლურჯ ჯგუფში
11 Nov 2019დღეს ბაღში გვესტუმრენ, ნიას მშობლები, ინჟინერი ჯეგანათან მარიაპანი და მაჰისვარი მანოჰარ. მათ წარმოადგინეს ძალიან საინტერესო ისტორია, თუ როგორ გამოიგონეს ტრანსპორტი. ბავშვებმა სიამოვნებით მოისმინეს ეს ამბავი, დასვეს კითხვები და შეკითხვებსაც უპასუხეს. მადლობა მშობლებს ესეთი ჩართულობისთვის!

საუცხოო ქიმიური ექსპერიმენტები
11 Nov 2019ევროპულ ბაღში გრძელდება მშობლის კვირეული. 8 ნოემბერს მწვანე ჯგუფში გვესტუმრა ალექსანდრე ღლონტის დედა, ქიმიკოსი სოფო ფაცაცია, კოლეგასთან თეა სიხარულიძესთან ერთად. მათ მოსამზადებელი ჯგუფის ბავშვებს საოცარი სანახაობა მოუწყვეს ქიმიური ექსპერიმენტების სახით.

მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარე ანამარია იაკობიძე გახდა
08 Nov 20198 ნოემბერს “ევროპულ სკოლაში“ მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდა, რომელშიც სამივე პროგრამის (ქართული პროგრამა, IB და AHS) მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. არჩევნები დაიწყო 10 საათზე და დასრულდა 14:30 საათზე. პროცესმა მშვიდად ჩაიარა, არ დაფიქსირებულა დარღვევები. ხმების დათვლის პროცესში ადმინისტრაციის წევრებთან ერთად, მეტი გამჭვირვალობის მიზნით, ჩართულნი იყვნენ თავმჯდომარეობის კანდიდატების ნდობით აღჭურვილი პირები.

მშობლის კვირეული ევროპულ ბაღში
07 Nov 2019კვირეული შეეხება უკვე შესწავლილი თემებიდან ერთ–ერთ ქვეთემას "პროფესიები".6 ნოემბერს მწვანე ჯგუფში გვესტუმრა ელენე კაპანაძის დედა, ექიმი ნინო გამეზარდაშვილი.ის ბავშვებს ესაუბრა ადამიანის აგებულებასა და შინაგან და გარეგან ორგანოებზე. ბავშვებმა ნინოს დაუსვეს კითხვები და მიიღეს ამომწურავი და საინტერესო პასუხები, ფონეიდოსკოპით მოუსმინეს გულისცემას... შეხვედრა ძალიან საინტერესო და მრავლისმომცემი იყო ჩვენი პატარებისთვის, რაზეც დიდი მადლობა ელენეს დედიკოს!

წინასაარჩევნო დებატები
05 Nov 20195 ნოემბერს “ევროპული სკოლის“ მთავარ დარბაზში გაიმართა მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატების წინასაარჩევნო დებატები, სადაც ოთხივე კანდიდატმა გაგვაცნო საკუთარი ხედვები მოსწავლეთა პარლამენტის სამომავლო მუშაობასთან დაკავშირებით.

მოსწალეთა პარლამეტის თავჯდომარეობის კანდიდატის თორნიკე ყუბანეიშვილის საარჩევნო კამპანია
05 Nov 2019საარჩევნო კამპანიის ფარგლებში თორნიკე ყუბანეიშვილმა რამდენიმე ღონისძიება ჩაატარა. გამართა შეხვედრა საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორებთან გიორგი ბერიაშვილთან და სოსო ებილაშვილთან. მოჭიდავეებთან შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. მოწვეულმა სტუმრებმა უპასუხეს მოსწავლეების შეკითხვებს და რამოდენიმე ძიუდოს ილეთიც აჩვენეს.