ახალი ამბები

ისტორია, სასახლე და ბავშვები

24 Oct 2019

“ხელოვნების სასახლეში“ ექსკურსიები გრძელდება 21 ოქტომბერს “ევროპული სკოლის“ პირველკლასელები ესტუმრნენ თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმს. ბავშვებმა დაათვალიერეს თბილისის ერთ-ერთი ულამაზესი სასახლე, გაეცნენ მუზეუმის დაარსების ისტორიას. ნახეს მუდმივი და დროებითი ექსპოზიციები. სტუმრობის დასასრულს კი მოისმინეს სათამაშოების ისტორიის შესახებ პრეზენტაცია და საკუთარი ხელით შექმნეს პატარა თოჯინები.

სწავლის გაგრძელება “თავისუფალ უნივერსიტეტში“

17 Oct 2019

“ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის უფროსკლასელებს “თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების“ წარმომადგენელი შეხვდათ. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმმა საუნივერსიტეტო საკითხების მრჩეველთან ერთად მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესახებ. მოუსმინეს პრეზენტაციას სასწავლო პროგრამების, დაფინანსების და სხვ. მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

უნიკალური თოჯინების გამოფენა

17 Oct 2019

“ევროპულ სკოლაში“ ნიჭიერი მეთოჯინის ნანა ყაულაშვილის ხელნაკეთი თოჯინების გამოფენა მოეწყო. მის მიერ შექმნილი უნიკალური თოჯინების უმრავლესობა სამუზეუმო ექსპონატია. სხვადასხვა ხასიათის, მაღალი პროფესიონლიზმით შექმნილმა ექსპონანტებმა მნახველის აღფრთოვანება გამოიწვია. მოსწავლეებმა იხილეს თოჯინების კოლეექციის მხოლოდ ნაწილი. ხელოვანმა მათთვის თოჯინების შექმნის მასტერკლასი დააგეგმა, სადაც ხელსაქმის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ თავად შექმნან თოჯინები.

სტუმრები რუსთავიდან

17 Oct 2019

“ევროპულ სკოლას“ ქ. რუსთავის ივანე ჯავახიშვილის სახელობის 24-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. პედაგოგ იანა კაშიას ხელმძღვანელობით მე-5 კლასის მოსწავლეებმა წიგნის პრეზენტაცია მოაწყეს და “ევროპული სკოლის“ ტური დაგეგმეს. მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს Fab Lab-ი, LEGO-ს ოთახი, SMART ოთახი, განახლებული ბიბლიოთეკა, TVსტუდია, ორანჟერეა და სკოლის სრული ინფრასტრუქტურა. გაინცნეს თანატოლები, მასწავლებლები და დიდი შთაბეჭდილებებლით დაგვემშვიდობნენ.

ხელების დაბანის მსოფლიო დღე

16 Oct 2019

15 ოქტომბერს “ევროპულ საბავშვო ბაღში“ აღვნიშნეთ ხელის დაბანის მსოფლიო დღე. პედაგოგები ბავშვებს ესაუბრნენ ამ დღის შესახებ. პატარებმა ბაღის ეზოში წარმოადგინეს ჯგუფური ნამუშევრები და ექიმთან ერთად კიდევ ერთხელ გაიხსენეს ხელის სწორად დაბანის წესები.დაიბანეს ხელები და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

ყველას სუფთა ხელები - ხელების დაბანის მსოფლიო დღე

15 Oct 2019

15 ოქტომბერი ხელების დაბანის საერთაშორისო დღეა, რომელიც ეძღვნება მოზარდებში ცნობიერების ამაღლებას და გააზრებას თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჰიგიენის დაცვა და ხელების საპნით დაბანა, რაც ეფექტური საშუალებაა დაავადებების თავიდან ასაცილებლად და სიცოცხლის გადასარჩენად.

მოიარე საქართველო

15 Oct 2019

ოქტომბერი ის თვეა როცა ოქროსფერი საქართველოს ნახვა შეგიძლია, ამიტომაც “ევროპული სკოლის“ საბაზო საფეხურის მე-8ა, მე-8ბ და მე-9 კლასის მოსწავლეებმა “ვისქიჯორჯიასთან“ ერთად ლაშქობა დაგეგმეს ბარაქიან კახეთსა და ალგეთის ნაკრძალში. მოინახულეს:ზღაპრული წინანდალი, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმი, თელავის ეროვნული მუზეუმი, ერეკლე მეორეს სახლ–მუზეუმი (ერეკლეს სასახლე), უბერებელი და თელავის უხუცესი ჭადარი, ალგეთის ნაკრძალი.

ფსიქოლოგის რჩევები პირველკლასეთა მშობლებს

11 Oct 2019

“პირველკლასელთა სკოლასთან ადაპტაცია“ მნიშვნელოვანი თემაა მშობლებისთვის, ამიტომაც “ევროპული სკოლის“ ფსიქოლოგმა ქეთევან ოსიაშვილმა სემინარი გამართა მშობლებისთვის და განიხილა ისეთი საკითხები, როგორიცაა: ✔ სკოლასთან ადაპტაციის განმსაზღვრელი ფაქტორები ✔ სკოლასთან წარმატებული ადაპტაციის ნიშნები ✔ სკოლასთან დეზადაპტაციის ნიშნები ✔ სასწავლო მოტივაცია და სკოლასთან ადაპტაცია ✔ მშობლის როლი ბავშვის სკოლასთან ადაპტაციის პროცესში.

მოიარე საქართველო

11 Oct 2019

შემოდგომით მოგზაურობა საქართველოს სხვადსხვა კუთხეში განსაკუთრებულად ლამაზია. “ევროპულის სკოლის“ ქართული პროგრამის საშუალო საფეხურის მე-10ა და მე-10ბ კლასის მოსწავლეები კახეთში კაჭრეთს ესტუმრნენ. მე-11 კლასის მოსწავლეებმა კი ციხე-ქალაქი სამშვილდე მოინახულეს. კლასელებთან ერთად გატარებული უქმეები შინაარსიანად და ხალისიანად გაატარებს მეგობრებმა. დატკბნენ ბუნებით და საოცარი ფერების ჰარმონიით.