ახალი ამბები

ხელების დაბანის დღე!

16 Oct 2025

ამ დღეს ჩვენს პატარებთან ერთად კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ ხელების სისუფთავის მნიშვნელობაზე! თუ რატომ არის რეგულარული ხელების დაბანა ჯანმრთელობისთვის აუცილებელი, ვისწავლეთ “მავნე“ ბაქტერიების შესახებ, გავიხსენეთ როგორ დავიბანოთ ხელები სწორად, გავაკეთეთ ფერადი პოსტერები და ასევე მოვამზადეთ ხელის ფორმის ნამცხვრები! დიდი მადლობა ჩვენს პატარა სუპერგმირებს!

პირველი დღე საბავშვო ბაღში

17 Sep 2025

დღეს “ევროპულ ბაღში” პატარებმა საოცნებო, ზღაპრულ სამყაროში იმოგზაურეს  და ახალი სასწავლო წელი თავგადასავლებით დაიწყეს!

“ევროპული საბავშვო ბაღის“ გამოსაშვები ღონისძიება

01 Jul 2025

“ევროპული საბავშვო ბაღის“ მოსამზადებელი ჯგუფის პატარებმა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ნაბიჯი გადადგეს ნათელი მომავლისკენ - სკოლის მოსწავლეები გახდნენ. ნიშნად ბაღიდან სკოლაში გადმოსვლისა, “ევროპული ბაღისა“ და “ევროპული სკოლის“ დროშებით ხელში, საზეიმოდ შემოვიდნენ გამოსაშვებ ღონისძიებაზე.

პატარა ხელებით და დიდი გულით ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი დედამიწისთვის

24 May 2025

ჩვენი ბაღის პატარებმა დედამიწის დღე სიხარულითა და სიყვარულით აღნიშნეს! ისინი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ მრავალფეროვან აქტივობებში, როგორიც არის ეკო-აქტივობები, მცენარის  დარგვა და მოვლა, ხელნაკეთობების დამზადება მეორეული გამოყენების მასალებისგან და ასე შემდეგ. გვჯერა, რომ თითოეულ  პატარა ხელს დიდი ცვლილება მოიტანა შეუძლია!

ევროპული სკოლისთვის უსაფრთხოება პრიორიტეტულია

16 Apr 2025

15 და 16 აპრილს “ევროპულ სკოლაში“ შემოვიდა მუქარის შემცველი შეტყობინებები სავარაუდო ბომბის აფეთქების საფრთხეზე ჩვენს შენობებში. სრულად ვაცნობიერებთ, რამდენად შემაშფოთებელია ეს ინფორმაცია, თუმცა გვსურს დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მოსწავლეების, მასწავლებლებისა და ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება და კეთილდღეობა ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია.