ახალი ამბები

ევროპული სკოლისთვის უსაფრთხოება პრიორიტეტულია
16 Apr 202515 და 16 აპრილს “ევროპულ სკოლაში“ შემოვიდა მუქარის შემცველი შეტყობინებები სავარაუდო ბომბის აფეთქების საფრთხეზე ჩვენს შენობებში. სრულად ვაცნობიერებთ, რამდენად შემაშფოთებელია ეს ინფორმაცია, თუმცა გვსურს დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მოსწავლეების, მასწავლებლებისა და ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება და კეთილდღეობა ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია.

აუტიზმის დღე
06 Apr 2025აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე 2 აპრილს, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღის ფარგლებში, სკოლის ფსიქოლოგმა მეხუთე კლასის მოსწავლეებს აუტისტური სპექტრის თავისებურებები გააცნო. საუბრისას ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ რა არის აუტიზმი, რა სირთულეებს აწყდებიან ადამიანები აუტისტური სპექტრით და რა უნიკალური შესაძლებლობები აქვთ მათ.

კლიმატის ცვლილება და განახლებადი ენერგია
31 Mar 202528 მარტს ქართული პროგრამის ასამბლეა გაიმართა თემაზე “კლიმატის ცვლილება და განახლებადი ენერგია". ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მე-8 კლასელებმა, რომელთა სტუმარი იყო საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე, ანი ჯანუყაშვილი.

“ევროპულმა სკოლამ“ და ახალგაზრდა ექიმ-მეცნიერთა საზოგადოებამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
29 Mar 2025“ევროპულ სკოლაში“ გაიმართა ახალგაზრდა ექიმ მეცნიერთა საზოგადოებამ წარმომადგენლების, ენდოკრინოლოგ ნინო ბერეკაშვილისა და ელენე შალაშვილის შეხვედრა მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებთან.

ლიდერობის აკადემია “საბადო“ აპრილის პროგრამებზე მიღებას აცხადებს!
17 Mar 2025ლიდერობის აკადემია “საბადო“ ევროპული სკოლის, მე-9 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით, მოსწაავლეებისთვის აცხადებს მიღებას აპრილის პროგრამებზე. 11-13 და 25-27 აპრილს “საბადო“ წინანდლის კამპუს “შატო მოსმიერში“ ლიდერობის აკადემიის პირველ პროგრამებს უმასპინძლებს.

მსოფლიოს წამყვანმა საგანმანათლებლო გამოცემა K12Digest -მა მთავარ ამბად კატეგორიაში “2025 წლის განათლების ლიდერი მომავლის ხედვით“ “ევროპული სკოლის“ დირექტორის, სოფიო ბაზაძის წარმატების ისტორია დაასახელა.
05 Mar 2025K12Digest არის მსოფლიოში განთქმული პლატფორმა სასკოლო განათლების კუთხით, რომელიც აშუქებს განათლების ლიდერთა საქმიანობას და საზოგადოებას მოუთხრობს გლობალურ განათლებაზე მათი ზეგავლენის შესახებ.

ქართული ცეკვის ანსამბლი ES ორნამენტი
26 Feb 2025“ევროპულ სკოლაში“ ქართული ცეკვის ანსამბლის ES ორნამენტის ღია გაკვეთილი გაიმართა. საღამო ქართული კულტურისა და ნაციონალური ცეკვის ზეიმად იქცა. მოსწავლეებმა მაყურებელს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები და ემოციები აჩუქეს. ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის სილამაზე და მნიშვნელობა.

ევროპული სკოლის მოსწავლეებმა ჭადრაკის ტურნირზე გაიმარჯვეს!
21 Feb 2025“ევროპული სკოლის“ დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს ჭადრაკის ტურნირში და უმაღლესი შედეგები აჩვენეს. ზამთრის ტურნირში, რომელიც “ევროპულ სკოლაში“ გაიმართა, მონაწილეობდნენ სხვადასხვა ასაკობრივი კგუფის ძლიერი მოჭადრაკეები, თუმცა მე-3 გ კლასის მოსწავლეები განსაკუთრებული სტრატეგიითა და მონდომებით გამოირჩეოდნენ.

თანამედროვე ცეკვების ანსამბლ “ევროპელების“ წარმატებული კონცერტი
17 Feb 202522 დეკემბერს “ევროპული სკოლის“ სცენაზე თანამედროვე ცეკვების ანსამბლი ,,ევროპელები“ საახალწლო კონცერტით წარსდგნენ მაყორებლის წინაშე. სცენაზე წარმოადგინეს რამდენიმე ჰიპ-ჰოპის ნომერი და სინქრონში შეასრულეს არტისტულად მშობლებისა და მასწავლებლების წინაშე.