ახალი ამბები

ლიტერატურული კვირეული

18 Dec 2024

ლიტერატურულ კვირეულს პირველ ნაწილზე არანაკლებ საინტერესო გაგრძელება ჰქონდა, სადაც მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა: წიგნების გამოფენა-გაყიდვა: გამოფენაზე, სადაც რამდენიმე გამომცემლობამ მოიყარა თავი, მოსწავლეებმა აღმოაჩინეს ახალი ავტორები, წიგნები.

როგორ შევინარჩუნოთ ბავშვის ფსიქოფიზიკური ჯანმრთელობა და ემოციური სტაბილურობა საზოგადოებაში შექმნილი დაძაბული სიტუაციის პირობებში

11 Dec 2024

საზოგადოების და ქვეყნის განვითარების პროცესში დგება პერიოდები, როდესაც სხვადასხვა სახის…

ლიტერატურული კვირეული

29 Nov 2024

ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კვირეულის პირველ ნაწილში რამდენიმე…

ავიაციის შეჯიბრი რობოტიკის სასწავლო პროგრამის მიხედვით

27 Nov 2024

ქართული პროგრამის V კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ავიაციის შეჯიბრში, რომელიც რობოტიკის სასწავლო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.  ხელით შექმნილი ქაღალდის თვითმფრინავების შეჯიბრი, დრონების მართვის ტაქტიკების გამოცდა იყო სწავლისა და ინოვაციის სინთეზი.

ბავშვთა უფლებების დაცვა

19 Nov 2024

13 ნოემებერს  “ევროპულ სკოლაში“ გაიმართა ბავშვთა უფლებათა დაცვის ვორქშოპი ქარტული პროგრამის მასწავლებლებისთვის. ვორქშოპს უძღვებოდა “ევროპული სკოლის“ ბავშვთა უფლებების დაცვის ოფიცერი ელისო ჭელიშვილი. ვორქშოპის შემდგომ შედგა დისკუსია სპიკერსა და მასწავლებლებს შორის.

მხიარული სტარტები

18 Nov 2024

ქართული პროგრამის დაწყებით საფეხურზე სპორტის კვირეული ჩატარდა, სადაც მოზარდებმა მხიარულ სტარტებსა და საფეხბურთო მატჩებში მიიღეს მონაწილეობა. მეგობრულ მეტოქეობას თუ თანაგუნდელთა გამხნევებას დიდი ხალისი და ბედნიერი განწყობა ახლდა.

“ნაბიჯ-ნაბიჯ ევროპისკენ"

13 Nov 2024

ქართული პროგრამის მოსწავლეთა ინიციატივით “ევროპულ სკოლაში“ უკვე მეორედ ჩატარდა თამაში “ნაბიჯ-ნაბიჯ ევროპისკენ“, რომელიც მსგავსია პოპულარული თამაშისა “რა? სად? როდის?“და მიზნად ისახავს მოსწავლეებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მდიდარი ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების შესახებ ცოდნის გაღრმავებას.

კინგსის ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოება

10 Nov 2024

კინგსის ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება საქართველოში მათემატიკაში, ქართულსა და ინგლისურ ენაში. აღნიშნული საგანმანათლებლო ინიციატივა მიზნად ისახავას მოსწავლეთა აკადემიური განვითარების ხელშეწყობასა და წახალისებას. ჩვენი სკოლის მოსწავლეები რეგულარულად მონაწილეობენ ოლიმპიადაში. დაწყებითი საფეხურის მოზარდებმა წელსაც მოიპოვეს წარმატება და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას!

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დღე

25 Oct 2024

24 ოქტომბერს, ყოველწლიურად აღინისშნება  გაეროს გაერთიანებული ერების მსოფლიო დღე.  ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით “ევროპულ სკოლაში“ სტუმრად მოვიწვიეთ  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი მელაძე, რომელმაც ქართული პროგრამის 9-12 კლასის მოსწაველებს ჩაუტარა ლექცია თემაზე “გლობალური დემოგრაფიული პროცესები (წარსული, აწმყო, მომავალი)”.  ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.