ახალი ამბები

პიროვნება და საზოგადოება ხელოვნებაში

07 Jun 2023

“ევროპული სკოლის“ საიუბილეო დღეებიდან ერთ-ერთი ხელოვნების, შემოქმედებითობის წახალისებას ისახავდა მიზნად. სკოლამ უმასპინძლა თანამედროვე ქართველ მხატვრებს: მაკა ჯიშკარიანს, თამარ გედევანიშვილს, მაკა ბატიაშვილს, თამუნა მელიქიშვილს, ნინო მოსეშვილს, მანუჩარ ოქროსცვარიძეს და მათი ტილოების გამოფენა მოაწყო “ ევროპული სკოლის“ თანამშრომლების ნახატებთან ერთად. ამ დღეს ასევე მოსწავლეებმა წარადგინეს ინტერდისციპლინური პროექტის “ პიროვნება და საზოგადოება ხელოვნებაში“ ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები.

ევროპული ფასეულობები შეხვედრა მწერლებთან

06 Jun 2023

“ევროპულ სკოლაში“ წახალისებულია ევროპული ღირებულებები და მათი კიდევ უფრო მეტად გამტკიცება ხორციელდება განათლების გზით. ჩვენი მოსწავლეები სწავლობენ, ვითარდებიან და აქვთ სწრაფვა სწორედ ევროპული ღირებულებებისკენ.

მოსწავლეები ლაბორატორიაში

06 Jun 2023

30 მაისს “ევროპული სკოლის’’ 8ბ კლასი ქიმიის პედაგოგის -ხათუნა კაპანაძის და კლასის დამრიგებლის მარიამ მარდალეიშვილის თანხლებით ესტუმრა ლაბორატორია “გლობალ ტესტს“. მოსწავლე დავით  ქავთარაძემ    ჩაატარა საინტერესო ექსპერიმენტები ბუნებრივ ინდიკატორზე.  ცდების ჩატარებაში მონაწილეობა მიიღო  კლასის ყველა მოსწავლემ.

მასწავლებელთა კონფერენცია

30 May 2023

“ევროპულ სკოლაში“ 27 მაისს გაიმართა მასწავლებელთა კონფერენცია, რომელზეც აქცენტები განათლების  მთავარ გამოწვევებზე, ახალ მიმართულებებსა და ტრენდებზე გაკეთდა. კონფერენციამ თავი მოუყარა მასწავლებლებს, მკვლევარებს, დარგის პროფესიონალებს სხვადასხვა საგანმანათლებლო ინსტიტუციებიდან.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

29 May 2023

25 მაისს “ევროპულ სკოლაში“ დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობის გასააზრებლად არაერთი საინტერესო აქტივობა გაიმართა. დროშის აღმართვა, ჰიმნის შესრულება, ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მოსწავლეების მსვლელობა ამ დღის სულისკვეთებას კიდევ უფრო ამძაფრებდა. საქართველოს პირველი პარლამენტის მოდელირება საუკეთესო შესაძლებლობა აღმოჩნდა ამ ისტორიული მოვლენის დეტალების შესასწავლად და ზოგადად, პატრიოტული გრძნობების გასაღვივებლად.  

ბოლო ზარი

22 May 2023

19 მაისს “ევროპულ სკოლაში ბოლო ზარის ცერემონია გაიმართა. ბავშვობის მოგონებების გაცოცხლება საკლასო ოთახებში, გამამახნევებელი შეძახილები, დინამიური ცეკვები,  ტრადიციული ხის დარგვის რიტუალი,  ავტოგრაფების დატოვება თეთრ პერანგებზე, მოსწავლეებივით გამოწყობილი მასწავლებელები, ფერადი ბოლი - ყველაფერი ეს ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი იყო და სიკაშკაშეს სძენდა ბოლო ზარის ლამაზ დღეს.

საქველმოქმედო აქცია

16 May 2023

8 მაისს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ წითელი ჯვრისა და წითელი მთვარის მსოფლიო დღე აღნიშნა. ღონისძიება, რომელიც “ ბაზარი ორბელიანის“ სივრცეში გაიმართა, მიზნად ისახავდა უკრაინელი ბავშვების მხარდაჭერას.

ევროპის დღე

08 May 2023

5 მაისს ტრადიციულად “ევროპულ სკოლაში““ევროპის დღე“აღინიშნა  ევროპული ღირებულებებისა და პრინციპების პატივისცემის დემონსტრირების ფონზე.

თვითმმართველობის დღე

02 May 2023

27 აპრილს თვითმართველობის დღე “ევროპულ სკოლაში“განსხვავებული ენერგიითა და ენთუზიაზმით წარიმართა. მოსწავლეებმა ჩაანაცვლეს მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია, თანამშრომელთა მთლიანი გუნდი და მართეს სკოლის ცხოვრების ყველა ასპექტი და მიმართულება. ამ საოცარ დღეს კიდევ უფრო მეტი ხალისი შესძინა სკოლის ხელმძღვანელობის მხრიდან დაგეგმილმა სიურპრიზებმა, ბამბის ნაყინმა, ცეკვებმა, ლატარეის გათამაშებამ.