ახალი ამბები

ევროპულ ბაღში მშობლის კვირეული გრძელდება

14 Nov 2019

დღეს წითელ ჯგუფში ვუმასპინძლეთ ანასტასია ზარიძის დედიკოს, მოდელიერ-დიზაინერს ტატა თუთბერიძეს. იგი პატარებს ტანსაცმლის შექმნაზე და მის დიზაინზე ესაუბრა. ერთად შექმნეს ლამაზი კაბების და მაისურების ესკიზები. დიდი მადლობა ტატას საინტერესო და სახალისო აქტივობისთვის!

მშობლის კვირეული ევროპულ ბაღში

14 Nov 2019

მშობლის კვირეულის ფარგლებში, ჩვენს ბაღში, არ წყდება მშობელთა აქტიური ჩართულობა სასწავლო პროცესში.დღეს ლურჯ ჯგუფში, ნატალი ფანიაშვილის დედა, ლიზა ნიქაბაძე პატარებს ადამიანის აგებულებაზე ესაუბრა. ლიზა ჩვენი ბაღის ინგლისური ენის პედაგოგია და მან შესაბამისად გაკვეთილი ინგლისურ ენაზე ჩაატარა. პატარები ერთმანეთს ჩონჩხის ფაზლის აწყობაში შეეჯიბრნენ და ბოლოს სახალისო ცეკვაც შეასრულეს სიმღერაზე: ‘’Skeleton Dance”. მადლობა ლიზას საინტერესო გაკვეთილისთვის!

სტუმრები ინგლისური სექტორის ლურჯ ჯგუფში

11 Nov 2019

დღეს ბაღში გვესტუმრენ, ნიას მშობლები, ინჟინერი ჯეგანათან მარიაპანი და მაჰისვარი მანოჰარ. მათ წარმოადგინეს ძალიან საინტერესო ისტორია, თუ როგორ გამოიგონეს ტრანსპორტი. ბავშვებმა სიამოვნებით მოისმინეს ეს ამბავი, დასვეს კითხვები და შეკითხვებსაც უპასუხეს. მადლობა მშობლებს ესეთი ჩართულობისთვის!

საუცხოო ქიმიური ექსპერიმენტები

11 Nov 2019

ევროპულ ბაღში გრძელდება მშობლის კვირეული. 8 ნოემბერს მწვანე ჯგუფში გვესტუმრა ალექსანდრე ღლონტის დედა, ქიმიკოსი სოფო ფაცაცია, კოლეგასთან თეა სიხარულიძესთან ერთად. მათ მოსამზადებელი ჯგუფის ბავშვებს საოცარი სანახაობა მოუწყვეს ქიმიური ექსპერიმენტების სახით.

მშობლის კვირეული ევროპულ ბაღში

07 Nov 2019

კვირეული შეეხება უკვე შესწავლილი თემებიდან ერთ–ერთ ქვეთემას "პროფესიები".6 ნოემბერს მწვანე ჯგუფში გვესტუმრა ელენე კაპანაძის დედა, ექიმი ნინო გამეზარდაშვილი.ის ბავშვებს ესაუბრა ადამიანის აგებულებასა და შინაგან და გარეგან ორგანოებზე. ბავშვებმა ნინოს დაუსვეს კითხვები და მიიღეს ამომწურავი და საინტერესო პასუხები, ფონეიდოსკოპით მოუსმინეს გულისცემას... შეხვედრა ძალიან საინტერესო და მრავლისმომცემი იყო ჩვენი პატარებისთვის, რაზეც დიდი მადლობა ელენეს დედიკოს!

პირადი მენეჯმენტი

31 Oct 2019

დღეს ევრობულ საბავშვო ბაღში გვქონდა პრეზენტაცია თემაზე ,,პირადი მენეჯმენტი“. ბავშვებმა სიხარულით წარუდგინეს თავიანთი ნამუშევრები ოჯახის წევრებს და ისაუბრეს განვლილი თემის შესახებ.