ახალი ამბები
გამომცემლობა “არტანუჯმა“ “ევროპული სკოლის“ ბიბლიოთეკას სპორტულ თემატიკაზე გამოცემული წიგნები გადასცა
27 Feb 202626 თებერვალს, “ევროპულ სკოლას“ გამომცემლობა “არტანუჯის“ სპორტული მიმართულების ხელმძღვანელი ვაჟა სიმონიშვილი და სპორტული ჟურნალისტი ილია ნანობაშვილი ესტუმრნენ და სკოლის ბიბლიოთეკას სპორტულ თემატიკაზე გამოცემული წიგნები გადასცეს. ამერიდან, სკოლის მოსწავლეებს შეეძლებათ რომ ბიბლიოთეკაში ისეთ საინტერესო წიგნებს გაეცნონ, როგორებიც გახლავთ: ილია ნანობაშვილის “სად მივდივართ? ევროპაში“, ლევან ბერძენიშვილის “ფეხბურთის კაცი“, გოჩა კაჭარავას “ლებრონ ჯეიმსი“, ილია ბაბუნაშვილის “პეპ გვარდიოლა“ და ბევრი სხვა.
მეა მოლი ფაისანის საერთაშორისო წარმატება
17 Feb 2026ქართული პროგრამის IV კლასის მოსწავლე მეა მოლი ფაისანი გახდა საერთაშორისო კონკურს Golden Dream 2026 -ის გამარჯვებული. კონკურსი გაიმართა ლას ვეგასში და გააერთიანა სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა ტალანტები.
შეხვედრა საუნივერსიტეტო მრჩეველთან
11 Dec 202510 დეკემბერს “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის უფროსკლასელებს საუნივერსიტეტო ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამსახურის გუნდის წარმომადგენლები შეხვდნენ და ესაუბრნენ სამომავლოდ კარიერის დაგეგმვასა და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებზე. ინტერაქციულ რეჟიმში მოსწავლეებმა დასვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები და ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს პროფესიონალი მრჩეველებისგან.
პერსონალური გამოფენა
11 Dec 20258 დეკემბერს “ევროპულ სკოლაში“ გაიმართა ქართული პროგრამის პირველი კლასის მოსწავლის ანიტა თარგამაძის ნახატების პერსონალური გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბოლო ერთი წლის განამვლობაში შექმნილი ნახატები: პეიზაჟები, ნატურმოპრტები და სხვ. ღონისძიება გახსნეს ხელოვნების დეპარტამენტის ხელმძღავნელმა და ხელოვნების პედაგოგმა. ანიტას ნამუშევრებით აღფრთოვანებულები დარჩნენ მისი მეგობრები და თანაკლასელები.
ანიმაციის საერთაშორისო დღე
04 Nov 202531 ოქტომბერს ევროპული სკოლის ეზოში დიდი მხიარულება იყო – ჩვენი…
ანზორ ბიძინაშვილის წარმატება ავტოსპორტში
16 Oct 2025ქართული პროგრამის მოსწავლე ანზორ ბიძინაშვილი ავტოსპორტის საქართველოს ჩემპიონატზე უკვე ორი წელია წარმატებით ასპარეზობს “ჰონდა სივიკითა“ და “ჰონდა ინტეგრით“.
კლუბების გამოფენა
24 Sep 2025“ევროპულ სკოლაში“ კლუბების გამოფენა გაიმართა, სადაც მოსწავლეებს მიეცათ შესაძლობლობა, გასცნობოდნენ მრავალფეროვან კლასგარეშე აქტივობებს. სპორტი, ხელოვნება, ენები, ტექნოლოგიები – ყველა მიმართულებით იყო საინტერესო შეთავაზება მოზარდებისთვის! მოსწავლეებმა არა მარტო მიიღეს ინფორმაცია კლუბების საქმიანობის შესახებ, არამედ მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ აქტივობებსა და ვორქშოფებში, რათა სრულფასოვანი წარმოდგენა შეჰქმნოდათ იმ გამოცდილების შესახებ, რომელსაც წლის მანძილზე კლუბების ფარგლებში მიიღებენ.
პირველი დღე სკოლაში
17 Sep 2025დღეს ,,ევროპულმა სკოლამ" სამივე შენობაში ფართოდ გაუღო კარი მოსწავლეებს და აღნიშნა კიდევ ერთი საინტერესო, სასწავლო მოგზაურობის დაწყება.
"საბადოს" ლიდერობის აკადემიის სპეციალური შეთავაზება "ევროპული სკოლის" მოსწავლეებისთვის!
26 Jun 2025თუ ხარ "ევროპული სკოლის" მე-8-მე-12 კლასელი, მოიწვიე მეგობარი ნებისმიერი სხვა სკოლიდან "საბადოს" საზაფხულო კურსებზე.